უსიამოვნო სუნი და ნადები წარსულში დარჩება, თუ კვირაში 2-ჯერ ამ საშუალებას გამოიყენებთ.

გსურთ, გქონდეთ ქათქათა თეთრი კბილები, დაამარცხოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, გაიჯანსაღოთ კბილის ემალი და მთლიანად მოიშოროთ ყვითელი ნადები? ყოველივე ეს შესაძლებელია, თუმცა არა მხოლოდ რეგულარულად კბილების გამოხეხვის ხარჯზე. პირის ღრუს სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთისაც.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრა მარტივად არის შესაძლებელი ძალიან იაფი საშუალებით, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით. მეტიც, ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია კბილის ქვის ფორმირებისა და ღრძილების დაავადებების პრევენციისთვის.

რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ნატურალური ინგრედიენტებისგან საკუთარი ხელით დამზადებულ საშუალებებს? პირველ რიგში, თქვენ გეცოდინებათ, რომ მოცემული საშუალება თავისუფალი იქნება მავნე ქიმიკატებისგან, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კომერციულ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნატურალური ნარევი ძალიან იაფი და მარტივად მოსამზადებელია, თანაც საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კბილის პასტებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.

ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ. საკვები სოდა;
  • ½ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი;
  • ½ ს.კ. მარილი;
  • ½ ჭიქა თბილი წყალი;
  • 1 ჭიქა ცივი წყალი.

პროცედურის მსვლელობა:

  1. მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და მარილი შეურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი დაიტანეთ თქვენი კბილის ჯაგრისის ზედაპირზე და შეუდექით კბილების ხეხვას. დაუთმეთ მოცემულ პროცედურას 3 წუთამდე.

  2. სოდისა და მარილის ნარევით კბილების გამოხეხვის შემდეგ გახსენით ერთმანეთში წყალბადის ზეჟანგი და თბილი წყალი. მიღბული ხსნარი კარგად გამოივლეთ პირის ღრუში.

  3. შემდეგ გაიხეხეთ კბილები უბრალო კბილის პასტის გამოყენებით და გამოივლეთ პირის ღრუში ცივი წყალი.

  4. თუ თქვენ მოცემულ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები წარსულში დარჩება.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!