ამერიკელმა მეცნიერებმა ქვედა ქუთუთოების შესივების ნამდვილ მიზეზს მიაგნეს!

ამერიკელმა მეცნიერებმა  ქვედა  ქუთუთოების  შესივების  ნამდვილ მიზეზს მიაგნეს!
ამერიკელმა მეცნიერებმა ქვედა ქუთუთოების შესივების ნამდვილ მიზეზს მიაგნეს. ეს თვალბუდეში არსებული ცხიმოვანი ქსოვილის წანაზარდი აღმოჩნდა. აქამდე მიაჩნდათ, რომ შესივებას ქვედა ქუთუთოების თიაქრის გამო თვალბუდის ცხიმოვანი ქსოვილის შემაკავებელი ხარისხების მოდუნება იწვევდა, ამიტომ ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების დაჭიმვა) სწორედ ამ ხარიხების გამაგრებას ისახავდა მიზნად.
ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით 12 - დან 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტის თვალშიგა ცხიმოვანი ქსოვილი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად მისი ოდენობა იმატებს და თვალის ხარიხების სიმკვრივის მიუხედავად, ჭარბი ცხიმი ქვედა ქუთუთოებში გამოიდევნება.

როგორ მოვიქცეთ?
  • ძილის დროს თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. დაიდეთ რამდენიმე ბალიში.

  • ნუ დალევთ ძილის წინ ბევრ წყალს, მიიღეთ ნაკლები სუფრის მარილი და ალკოჰოლიანი სასმელები.

  • გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ ცივი ნიღაბი ან თვალების ირგვლივ 5 - 10 წუთით დაიწყვეთ ყინულის კუბები- სიცივე ავიწროებს გაფართოებულ სისხლძარღვებს და აცხრობს შეშუპებას.

  • სწორად შეარჩიეთ დღის კრემი. არ გამოიყენოთ მარტივი დამატენიანებელი მალამო - არაფერს გავნებთ, მაგრამ საჭირო ეფექტს ვერ გამოიღებს. თქვენ გჭირდებათ სპეციალური საშუალება - ლოსიონი, რომელიც ცხიმოვან ფუძეზეა დამზადებული და შეიცავს განსაკუთრებულ ზეთებს, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს და კოლაგენით, ელასტინითა და ჰიალურონის მჟავათია გამდიდრებული. ეს კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქნის თხელ ფენას, რომელიც სითხეს კანქვეშ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ზოგიერთი ლოსიონი კანის მატონიზირებელ ნაერთებსაც შეიცავს, რომლებიც ლიმფური სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულირებს. კოსმეტიკურ სალონებში ლიმფოდრენაჟისა და ელექტროსტიმულაციის პროცედურების დროს სწორედ ეს პრინციპი გამოიყენება. პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი უმნიშვნელო ან შეუმჩნეველია. ქუთუთოს ქვეშ დაკიდებული ტომსიკა რომ დაპატარავდეს, პროცედურებისა და დამატენიანებელი კრემების რამდენიმე ციკლია საჭირო.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა