ექიმების მტკიცებით, თანამედროვე საზოგადოებაში კიბოს გახშირების მიზეზი სწორედ ეს პროდუქტია.

საკითხი, სასარგებლოა თუ საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის რეგულარულად ხორცის მიღება, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ხორცის პროდუქციზე თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, რის გამოც მსგავსი საკვები პროდუქტები დღითიდღე ნაკლებად ეკოლოგიური და ნატურალური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა განვაცხადოთ უარი ხორცის თანამედროვე პროდუქციაზე ან მინიმუმამდე შევამციროთ საკუთარ კვების რაციონში მათი წილი, კაცობრიობა მაინც არ არის გულგრილი მსგავსო პროდუქტების მიმართ.



''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა განაცხადოთ უარი თანამედროვე ხორცპროდუქტებზე. თითოეული წარმოდგენილი ფაქტი სხვადასხვა სამედიცინო კვლევებითაა დადასტურებული.



ხორცის თანამედროვე პროდუქცია და ჩვენი ჯანმრთელობა
  1. სიმსივნე
    2005 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხორცის დამუშვებული პროდუქტები ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში და საზიანო საკვების სიაში შეიტანა. გაგიკვირდებათ, თუმცა მრავალი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია ფაქტი, რომ მსგავსი პროდუქტები რამდენჯერმე ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ძეხვეული, სოსისები, ფარში, სარდელები და ბურგერები - საკვები პროდუქტები, რომელთა სიყვარული მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 18%-ით ზრდის.



  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
    გულის დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ითვლება. მცენარეულ რაციონზე გადასვლა - საუკეთესო გამოსავალი გულ-სისხლძრღვთა სისტემის მრავალი სერიოზული დაავადების პრევენციისთვის.



  3. ჭარბი წონა
    გაცხიმოვნება პირდაპირკავშირშია ხორცის ცხიმიანი პროდუქტებით მდიდარ კვების რაციონთან. ხორცპროდუქტებიდან ყველაზე საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის სწორედ შებოლილი ძეხვეულია. თუ თქვენ მინიმუმამდე დაიყვანთ ხორცის ცხიმიანი პროდუქტების მიღებას ან საერთოდ განაცხადებთ მათზე უარს, არა მხოლოდ გაიჯანსაღებთ ორგანიზმს, არამედ უფრო მარტივად მოიპოვებთ ოპტიმალურ წონასაც.



  4. ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა
    ვეგეტარიანელების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ხანგრძლივი დროით ძილი. რატომ? მცენარეულ საკვებს გაცილებით ადვილად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ხოლო ხორცის თანამედროვე საკვები პროდუქტები ძალიან ამძიმებს თითოეულ ორგანოს, რომელიც საჭმლის მონელების პროცესში იღებს მონაწილეობას.



კვლავ ფიქრობთ, რომ ხორცის თანამედროვე პროდუქცია სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის? სამწუხაროა ფაქტი, თუმცა ''ხორცის პროდუქცია'', რომელიც უმრავლესობას ასე ძალიან გვიყვარს, შეიცავს მინიმალური რაოდენობით ნატურალურ ხორცს და გაჯერებულია მავნე ნივთიერებებით.