შესანიშნავი სალათა წონის დაკლების მსურველთათვის: ვიტამინებით სავსე ჭარხალი, მსუბუქი სოუსი და საიდუმლო ინგრედიენტი...

ჭარხალი - იაფი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც შეგვიძლია, სხვადასხვა კერძში გამოვიყენოთ. fpaparazzi გიზიარებთ შესანიშნავი სალათის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესბეთ თავისი უცნაური ტექსტურის გამო.

საჭირო მასალა:
  • ჭარხალი 300 გ
  • არაჟანი 80 გ
  • მწიკვი შაქარი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • პირშუშხასა და ჭარხლის სოუსი 1 ჩ/კ
  • გარჩეული მზესუმზირა 1 ს/კ

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ჭარხალი. გახეხეთ მსხვილად ან დაჭერით პატარა კუბიკებად.
    შესანიშნავი სალათა წონის დაკლების მსურველთათვის: ვიტამინებით სავსე ჭარხალი, მსუბუქი სოუსი და საიდუმლო ინგრედიენტი...

  2. არაჟანში აურიეთ პირშუშხასა და ჭარხლის სოუსი, დაუმატეთ მწიკვი შაქარი, მარილი და პილპილი. აურიეთ.


  3. წვრილად დაჭერით ხახვი, აურიეთ ჭარხალში. მოასხით არაჟნის სოუსი და კარგად აურიეთ.


  4. მოაყარეთ სალათს მზესუმზირა.


გემრიელად მიირთვით!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: