უძველესი სამკურნალო საშუალება, რომელიც პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს!

უძველესი სამკურნალო საშუალება, რომელიც პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს!
გერანის მოქმედება ადამიანზე უძველესი დროიდან არის ცნობილი. დღესდღეობით კი უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გერანი, კერძოდ, მისი ფიტოციდები, სუნი ისე დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, რომ პარტივისცემით მოპყრობას იმსახურებს.

გერანი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის მრავალრიცხოვანი ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. ექიმების აზრით საჭიროა ბევრი გერანის მოყვანა იმ შენობებში, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება.
ყვავილები ხსნიან ნერვულ დაძაბულობას და განმუხტავენ დაძაბულ ატმოსფეროს.
გერანის ბაქტერიების და ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება ყველასთვის ცნობილია. ასევე კარგად არის ცნობილი, რომ იმ შენობაში, სადაც გერანი ხარობს, გრიპით და ვირუსული ინფექციებით ნაკლებად ავადდებიან.
გერანს გააჩნია ძლიერი დამამშვიდებელი და მატონიზებელი თვისებები, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და სითხის ცვლას ორგანიზმში, ამცირებს შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებას, ხსნის ნერვულ მოშლილობას, დეპრესიას, ნევრალგიას, მენოპაუზის პრობლემებს, აწონასწორებს ემოციურ მდგომარეობას.

გერანის ზეთს იყენებენ ყელის, ყურის, ცხვირის დაავადებების თერაპიის, ეგზემის, გამონაყარის, ქერტლის, კანის ბზარების დროს. გერანის სუნი აუტანელია სისხლისმწოველი მწერებისთვის.
გერანი ასტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას, ამიტომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ საკმარისია გაზავების გარეშე მისი გამოყენება. გერანის ზეთი კარგად ახორცებს მცირე ჭრილობებს, დასაშვებია მისი გამოყენება დამწვრობის დროსაც.
გერანის ზეთის კომპრესებს გააჩნია ძლიერი დადებითი ეფექტი კანის სხვადასხვა სახის ინფექციის, მშრალი ეგზემის, კანის მომატებული ცხიმიანობის, ქერტლის, ჩირქგროვების, ჭრილობების დროს და რადიკულიტის მკურნალობისას.
სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა