ეფექტური საშუალებები, რომლებიც სწრაფად გამოგაჯანმრთელებთ ანგინის დროს!

ეფექტური საშუალებები, რომლებიც სწრაფად გამოგაჯანმრთელებთ ანგინის დროს!
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.

  • თუ დაავადება საწყის სტადიაშია, რამდენიმე საათის განმავლობაში დაღეჭეთ ფიჭიანი თაფლი. ანგინა გაგივლით.

  • ერთი ხელი ყურის ბიბილოს მოკიდეთ, მეორე - მის ზედა ნაწილს და დაგრიხეთ საათის ისრის მიმართულებით, ამ დროს ნუშურები იხსნება, ჩირქი გამოდის და გამოჯანმრთელება ჩქარდება.

  • მარჯვენა ხელის გული კისრის წინა მხარეს მოათავსეთ, მარცხენა ხელის გული - კისრის უკან. გააჩერეთ 10 - 15 წთ. აქტიურად წარმოიდგინეთ, რომ ამ ორ ხელისგულს შორის ცხელი ენერგია მოედინება. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ 3 - ჯერ დღეში. გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებით.

  • კამა ჩაივით დააყენეთ და დალიეთ 3 - 7 - ჯერ დღეში.

  • 3 - 5 ცალ მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ 50 გრ ნაყენი, ნელ - ნელა ყლუპობით, რომ ნუშურები კარგად გაიწმინდოს. ნაყენი შეიძლება გამოივლოთ ყელში, ან პირის ღრუში გაიჩეროთ 1 ცალი მიხაკი. მიხაკს გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება.

  • ყელზე დაიდეთ კომბოსტოს ფურცლები და შემოიხვიეთ შალის სახვევი. კომპრესი 3 საათში ერთხელ გამოცვალეთ და გაიჩერეთ არანაკლებ 30 წთ. კომპრესის შემდეგ ყელზე კვლავ შარფი შემოიხვიეთ.

  • ერთი ლიმონის წვენი ჩაწურეთ 1 ჩ/ჭ ცხელ წყალში, ოდნავ გააცივეთ და ყელში გამოივლეთ. ეს საშუალება სწრაფად გამოდევნის ჩირქს ნუშურებიდან. გარდა ამისა, რაციონში ჩართეთ ლიმონი - ის აძლიერებს ორგანიზმს. თუ მჟავეს ვერ იტანთ, დაუმატეთ თაფლი. ლიმონი საინტერესო გემოს იძენს, თუ მარილთან ერთად მიირთმევთ. ლიმონი ძალიან ეფექტურია ანგინის დასაწყისში. იმის გამო, რომ ძლიერი ფიტოციდური მოქმედება გააჩნია, ლიმონი კარგად ასრულებს თავის მოვალეობას ავადმყოფობის პერიოდშიც.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა