ართრიტი, მარილების დაგროვება, სახსრების რევმატიზი. სამკურნალო რეცეპტები, რომლებიც ამ დაავადებებს დაგავიწყებთ!

ანთებითი პროცესები, რომელიც საყდენ - მამოძრავებელ აპარატს აზიანებს, ხასიათდება დაზიანებული სახსრების ტკივილით და მოძრაობის შეზღუდვით.
რევმატიზმის დროს ზიანდება სახსრები, გული და კუნთები. რევმატიზმისათვის დამახასიათებელია სისუსტე, სხეულის ტემპერატურის აწევა, სახსრების შეშუპება და სიწითლე, ასევე ტკივილი.

  • ყველასთვის, ვისაც აწუხებს ართრიტი, მარილების დაგროვება, სასახსრე ჩანთის ანთება, სასარგებლოა დაფნის ფოთლის ნახარშის მიღება. 1 ს/კ ძალიან წვრილად დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 400 გრ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ - ის განმავლობაში, გადაასხით თერმოსში და დადგით ღამის განმავლობაში. დილით გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, 2 - 3 კვირის განმავლობაში. ქალებმა ალკოჰოლური სასმელი არ უნდა დალიონ კრიტიკულ დღეებში და ფეხმძიმობის დროს.

  • სახსრების სამკურნალოდ კარგი საშუალებაა ტილო, რომელსაც მეფუტკრეები ზამთრის განმავლობაში სკაში დებენ. ფუტკრები მას პროპოლისით ფარავენ. ასეთი ტილოთი გადახვევებით სხვადასხვა წარმოშობის ართრიტს მკურნალობენ.

  • 2ჩ/კ წითელი მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 10 წთ, გააცივეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.

  • ნიახურის ღერო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ოდნავ გამოწურეთ წვენი. მიიღეთ 2 ს/კ ჭამამდე, ხოლო დაქუცმაცებული ღერო დაიდეთ კომპრესის სახით მტკივან ადგილებზე.

  • 100 გრ სპირტში გააზავეთ 50 გრ სუფთა ქაფური, შემდეგ დაუმატეთ 50 გრ მდოგვის ფხვნილი. ცალკე ათქვიფეთ 100 გრ კვერცხის ცილა და ორივე ნარევი შეაერთეთ. შეიზილეთ მტკივან ადგილებში ძილის წინ. ხსნის ტკივილს და ამშვიდებს.

  • ნახევარლიტრიანი ბოთლი აავსეთ წითელი სამყურას ყვავილით და დაასხით არაყი. გააჩერეთ 10 დღე - ღამის განმავლობაში. დაიდეთ კომპრესების სახით. ტკივილი მალე მთლიანად გაქრება.

  • გვიმრას ნედლი ფოთლები გამოიყენეთ, ლეიბების და ბალიშების დასატენად. ეს შველის ყველაზე ძველი ართრიტის , მარილების დაგროვებას, მიკრისის ქარის, სახსრების რევმატიზმის დროს.