კვების საიდუმლო რეცეპტი, რომლიც დაბერების პროცეს აჩერებს. ჩვენი წინაპრების საიდუმლო...

კვების საიდუმლო რეცეპტი, რომლიც დაბერების პროცეს აჩერებს. ჩვენი წინაპრების საიდუმლო...
ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორი და ჯანსაღი კვება ძვირი სიამოვნებაა, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ჯანსაღი პროდუქტები გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სხვა საკვები, რომელსაც მსხვილი კომპანიები გვთავაზობენ.

გაღვივებული მარცვლეული - ცოცხალი ფერმენტების უდიდესი წყარო, რომელთაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. გარდა მრავალი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და თავიდან არიდებისა, მოცემული პროდუქტები აახალგაზრდავებს ჩვენს ორგანიზმს, გვეხმარება ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში და გვიუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას.

ინფორმაციას გაღვივებული მარცვლეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ოდითგანვე ფლობდნენ. სწორედ მსგავსი საკვებით იკვებებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები: იმპერატორები, ბრძენები, იოგები და ა.შ.

ხორბლის, სელის, ქერის, მდგოვის, გოგრის, მზესუმზირისა და წიწიბურის გაღვივებული მარცვლები - საკვები, რომელსაც ''ახალგაზრდობის ელექსირად'' მოიხსენიებენ.



ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო კვება


მართალია, ჩვენმა წინაპრებმა გაღვივებული მარცვლეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ინტუიტიურად შეიტყვეს, თუმცა თანამედროვე მედიცინა ადასტურებს ფაქტს, რომ ეს საკვები პროდუქტები ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლოა.

დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის გაღვივებული მარცვლეულით კვება. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
  1. ვიტამინების უდიდესი წყარო
    გაღვივებული თესლები შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ამინომჟვებს. მოცემული საკვები ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.



  2. ახალგაზრდობის წყარო
    გაღვივებული, აღმოცენებული თესლები შეიცავს უზარმაზარი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რის ხარჯზეც უნარჩუნებს ახალგაზრდობას ჩვენს ორგანიზმს. მოცემული საკვები პროდუქტები არა მხოლოდ გვაახალგაზრდავებს გარეგნულად, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმის თითოეულ ორგანოს სრულფასოვნად ფუნქციონირებაში.

  3. ძლიერი იმუნიტეტი
    ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთაც ჭარბად შეიცავს გაღვივებული თესლები, აუმჯობესებს იმუნური სისტების მუშაობას. მეტიც, თუ თქვენ საკუთარ კვების რაციონს ამ პროდუქტებით გაამდიდრებთ, შეძლებთ ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ფორმირებისა და ზრდა-გამრავლების თავიდან არიდებას.



  4. ნერვული სისტემა
    მსგავსი კვება გვეხმარება ემოციური ფონის დარეგულირებაში, განწყობის ამაღლებაში, მშფოთვარებისა და სტრესის გამკლავებაში.

  5. ინტიმური ჯანმრთელობა
    მამაკაცებს უუმჯობესდებათ პოტენცია, ხოლო ქალბატონებს ჰორმონალური ბალანსი და მენსტრუაციული ციკლი. გაღვივებული მარცვლეულით კვება თავიდან გვარიდებს მასტოპათიას.



  6. ძლიერი სისხლძარღვები
    ცოცხალი საკვების მიღება არეგულირებს წნევას, ამცირებს მეტეოდამოკიდებულებას და გვიძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

  7. მახვილი მხედველობა
    სასარგებლო საკვები ნივთიერებები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ეს საკვები პროდუქტები, საგრძნობლად გვიუმჯობესებს მხედველობას.



  8. სილამაზე
    გაღვივებული მარცვლეულით კვება - ქათქათა კბილებისა და მტკიცე კანის საწინდარი.

  9. წონის შემცირება
    ისაუზმეთ გაღვივებული მარცვლებით, რათა დატვირთოთ საკუთარი ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით, აავსოთ ის ენერგიით და დაიქვეითოთ მადა დარჩენილი დღის განმავლობაში.



გასაოცარია, არა? თუ თვენთვის ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე მნიშვნელოვანია, დაიწყეთ ჯანსაღი კვება დღეიდანვე. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!