ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით- არომატული და ძალიან გემრიელი

ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით- არომატული და ძალიან გემრიელი
ეს ღვეზელი განსაკუთრებით გემრიელი ახალი ვაშლით გამოდის, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად სცადოთ. მოხარშული კრემი კი მას უნაზესსა და ფაფუკს ხდის.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 360გ
  • შაქარი- 250გ
  • კარაქი- 180გ
  • მარილი-1 მწიკვი
  • სახამებელი- 2ს.კ
  • კვერცხი- 2ცალი
  • არაჟანი- 2ს.კ
  • გამაფხვიერებელი- 0,5 ჩ.კ
  • რძე- 350გ
  • ვანილი- 1 მწიკვი
მომზადების წესი:
  1. თავდაპირველად მოზილეთ ცომი- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი დაუმატეთ. დაამატეთ 1 კვერცხი, 100გ შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. შემდეგ კი შედგით მაცივარში.
  2. მოამზადეთ ცომი: 1 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილი და სახამებელი. დაასხით რძე და დადგით ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. ვაშლს მოაშორეთ კურკები და კანი. დაჭერით თხელ ნაჭრებად
  4. ცომი გაყავით 2 ნაწილად. 1/3 გამოიყენეთ გასაფორმებლად, ხოლო დანარჩენი ბისკვიტის გამოსაცხობად.
  5. ცომის ძირითადი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ სასურველი ზომის საცხობ ფორმაში.
  6. დააწყვეთ ზემოდან ვაშლები და მოასხით კრემი. დარჩენილი ცომით სასურველი ფორმებით მორთეთ ღვეზელი.
  7. ღვეზელი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50 წუთით.
გემრიელად მიირთვით.