ყველაზე სკანდალური ზოდიაქოს ნიშანი - ვინ არის ის?

გსურთ გაიგოთ, ვისთან არ ღირს კამათი? მაშინ წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი ჰოროსკოპი - ყველაზე სკანდალური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი!

მე-12 ადგილი - სასწორი

ძალიან საყვარლები. სასწორები გულწრფელად განიცდიან, როცა ვინმეს აწყენინებენ, ამიტომ მათი სკანდალზე გამოწვევა შეუსრულებელი მისიაა: ყველა ძალებით ცდილობენ, ეს თავიდან აირიდონ.

მე-11 ადგილი - თხის რქა

თხის რქებს სკანდალების ეშინიათ, რადგან ემპათიასთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ და ყოველთვის დარწმუნებული არიან, სკანდალისტი მათთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს. მაგრამ თავად თუ არის სკანდალის ინიციატორი, იცოდეთ, რომ ურთიერთობას სამუდამოდ გაწყვეტს.

მე-10 ადგილი - მერწყული

მერწყულებსაც არ უყვართ სკანდალები და ვირტუოზულად არიდებენ მათ თავს. უყვართ ადამიანები და ცდილობენ, გული არ ატკინონ მათ.

მე-9 ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბს სკანდალები არ უყვარს, მაგრამ უყვარს ჭკუის დარიგება. და თუკი გაბედეთ და მათ რჩევებს არ მოუსმინეთ, აი იქ იქნება სკანდალი! ამიტომ ახლობლები ცდილობენ, არ გააღიზიანონ კირჩხიბი.

მე-8 ადგილი - თევზები

თევზებს არ უყვართ სკანდალები და ეშინიათ კიდეც: ჯერ ერთი, ამ დროს ირგვლივ ყველაფერი ულამაზო ხდება, მეორეც, საამისოდ მოქმედებაა საჭირო, რაც თევზებს ეზარებათ.

მე-7 ადგილი - ლომი

ლომები სკანდალებს არ სწყალობენ, რადგან არაა ეს სამეფო საქმე. მიჩვეული არიან, რომ ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს და საერთოდ არავის უსმენენ, არავითარ ლოგიკას არ ითვალისწინებენ.

მე-6 ადგილი - ტყუპები

ტყუპებს ვერ გაურკვევიათ, უყვართ სკანდალები თუ არა. მთლიანობაში, უფრო არა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ანგელოზები არიან, უბრალოდ უცნაურობის გამო.

მე-5 ადგილი - კურო

კუროები სკანდალისტების ხუთეულს ხსნიან. ამის ნამდვილი ოსტატები არიან, მთელი თავისი ატრიბუტიკით: ყვირილი, თეფშების სროლა და ა.შ. მაგრამ ამას ბოროტულად არ სჩადიან, უბრალოდ უცებ ფეთქდებიან და ამას გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ ბოლო მომენტამდე.

მე-4 ადგილი - ქალწული

თუ ქალწულს სკანდალის დროს დააკვირდებით, ნახავთ, თუ რა სიამოვნებით აკეთებს ამას: მთელი გრძნობით, კარგად გათვლილი მოქმედებებით ანადგურებს ოპონენტს და მუდამ იმარჯვებს, რადგან მისი მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე კამათში დამარცხება.

მე-3 ადგილი - მორიელი


მორიელი - ვირტუოზი სკანდალისთია. ეს მისთვის საყვარელი სათამასოა, სექსისა და ინტრიგების შემდეგ. სკანდალისტი მორიელის დაკვირვება უსასრულოდ შეიძლება, ეს ძალიან ლამაზად გამოსდის.

მე-2 ადგილი - ვერძი

ნუ შეეხები - მოგკლავს! ვერი იმპულსური და ფეთქებადია. სიამოვნების გამო კი არ აწყობს სკანდალებს, ამით უბრალოდ ორთქლს უშვებს და თავისუფლდება ნეგატივისგან.

1-ლი ადგილი - მშვილდოსანი

ოქროს მედალოსანი - მშვილდოსანი - ყველაზე დიდი სკანდალისტი მთელ ზოდიაქალურ წრეში. ის რაიმე მიზნის მისაღწევად კი არ აწყობს სკანდალს, არამედ უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. მიზეზი მთავარი არაა, თუ არ აქვს - გამოიგონებს.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: