ოთახის ყვავილების გადარგვის მთავარი წესები და რჩევები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოთახის ყვავილების გადარგვის მთავარი წესები და რჩევები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
თუ გსურთ რომ თვენი ოთახის ყვავილები კარგად ყვავილობდენ და იზრდებოდენ, აუცილებელია მათი რეგულარული გადარგვა. გადარგვის პროცესით, მიწისა და ფესვების სისტემის განვითარების ადგილის შეცვლით მცენარე ღებულობს საკვები ნივთიერებების მარაგს. მცენარეების გადასარგავად საუკეთესო დრო გაზაფხულია. FPAPARAZZI-ს რედაქცია გირჩევთ არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და წინასწარ მოიმარაგოთ: ქოთნები, იყიდოთ ან თავად მოამზადოთ სუბსტრატი, ყვავილების მოთხოვნების შესაბამისი და დღენაჟისთვის აუცილებელი - კერამზიტი, ხრეში.

ოთახის ყვავილების გადასარგავად ჩვენ მოგიმზადეთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა:
  1. ყვავილის გადარგვისას ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ დიდი უნდა იყოს, რადგან ზედმეტად დიდი ქოთანი ზრდის შეფერხებას გამოიწვევს.
  2. ძველი ქოთანი აუცილებლად გულდასმით უნდა გაიწმინდოს როგორც შიგნიდან ასევე გარედან. თეთრი ნადების მოშორება მარტივად არი შესაძლებელი ჯაგრისით, რომელიც წინასწარ ძმარში უნდა დაასველოთ.
  3. თუკი ქოთანი დანამდვილებით ძალიან ძველია, უმჯობესია ის თავიდან მოიშოროთ ყოველგვარი სინანულის გარეშე.
  4. მომზადებულ ახალ ქოთნებში სადრენაჟო ხვრელი, რომელიც ძირზეა განთავსებული უნდა დაიფაროს სადრენაჟო ფენით (კერამზიტი, გრანულებიანი თიხა, ხრეში, სტიროფორი).
  5. პატარა ქოთნებში სადრენაჟო ფენის სისქე უნდა იყოს 1-2 სმ, დიდ ქოთანში კი 5-10 სმ.
  6. გადარგვამდე რამოდენიმე საათით ადრე საჭიროა ყვავილი კარგად მორწყათ.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო რჩევებს ოთახის ყვავილების გადარგვის შესახებ.
თუ მოგეწონათ ჩვენს მეირ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.