ვარდების დარგვის 5 საუკეთესო ხერხი.

ვარდების დარგვის 5 საუკეთესო ხერხი.
ვარდები — ჭეშმარიტად უნივერსალური მცენარეა თქვენი ბაღისთვის. ყოველი კუთხისათვის შესაძლებელია შეარჩიოთ ვარდების თქვენთვის მეტად მომგებიანი, ჯგუფები და ჯიშები. FPAPARAZZI-ს რედაქცია გასწავლით ვარდების ნაკვეთზე დარგვის ძირითად ვარიანტებს, ხოლო როგორ გაალამაზოთ თქვენი ნაკვეთი ამ ულამაზესი მცენარით თქვენიგ ადასაწყვეტია. მთავარია - რაც შეიძლება მეტი ფანტაზია და საკუთარი ძალების რწმენა.


  1. ვარდების დარგვა კლუმბაზე


    კლუმბაზე ვარდების დარგვა - ყველაზე სადღესასწაულო და სააღლუმო ვარიანტია. აქ კი ჰიბრიდული ჩაის ვარდებისა და ფლორიბუნდა ვარდების გარეშე ვერაფერს გახდებით. მთავარია - შეარჩიოთ ადგილი (როგორ წესი, პარტერული ზონა) და ჩამოყალიბდეთ როგორი იერის იქნება თქვენი კლუმბა: ბრტყელი თუ ბორცვისებრი. პირველ შემთხვევაში ვარდის ჯიშები დაახლოებით თანაბარი სიმაღლის უნდა შეარჩიოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ცენტრში რგავენ შედარებით მაღალ ვარდებს, ხოლო კიდეებზე დაბალს. მეტი დეკოტატიული ეფექტისთვის ვარდების დასარგავი ნიადაგი შესაძლოა იყოს მულჩირებული თეთრი კენჭებით ან ფერადი ნახერხით (ნაფოტებით)


  2. ვარდების ვარდისფერი ბორდიურის (არშია) დარგვა
    ვარდების დარგვის 5 საუკეთესო ხერხი.
    ვარდების ბორდიურის დარგვა საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თქვენი კრეატიული შესაძლებლობების მაქსიმუმი, ვინაიდან ვარდების ბორტიური ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს: დაბალი ან მაღალი, სიმეტრიული ან თავისუფალი. ვარდების სხვადასხვა ჯგუფების კომბინირება: ფლორიბუნდა, ბუჩქისებრი და ჰიბრიდული ჩაის ვარდები, ასევე ნერგების სიმაღლის და ფერთა გამის მიხედვით შეგიძლიათ მიაღწიოთ ჭეშმარიტად საოცარ შედეგებს.უმჯობესია ნერგებს შორის ნიადაგის მულჩივირება მოხდეს დეკორატიული ნედლეულით: დაფქული ქერქი, კენჭები და ა.შ.


  3. ვარდების შერეულ ბორდიურად დარგვა

    ვარდების შერეულ ბორდიურად დარგვა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დაჩრდილოთ აყვავებული ვარდები, არამედ ბორდიურის ყვავილობის საერთო დროც გაზარდოთ, ასევე გადაჭრათ ვარდის დარგულ ნერგებს შორის ცარიელი მიწის ნაკვეთების პრობლემაც. ამ შემთხვევაში ვარდების დარგვაის პარალელურად მრავალწლოვანი ყვავილების და ბოლქვიანი მცენარეების დარგვაც ერთვის თან. ამ შემთხვევაშიც თქვენ საშუალება გექნებათ თქვენი ფანტაზია 100%-ით გამოავლინოთ: გამოიყენეთ მცენარეების ნებისმიერი შერწყმა, ნებისმიერი ფერი თუ ფაქტურა - ყოველივე ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ უნიკალური, სწორედ თქვენი სტილის ვარდების შერეული ბორდიური. ერთადერთი წესი - ნუ დაფარავთ აყვავებულ ვარდებს. თუ თქვენ გსურთ მაგალითად, ერთ ბორდიურზე დარგოთ საშუალო სიმაღლის ვარდები და ყვითელი შროშანი, შროშანი უკანა პლანზე დარგეთ. ხოლო თუკი რგავთ წინწკალა ვარდი ნერგებს შორის - გაითვალისწინეთ, რომ წინწკალა უფრო დაბალი იყოს ვიდრე აყვავებული ვარდის სიმაღლე.

  4. ვარდების ვერტიკალურად დარგვა

    ვარდების "ვერტიკალური" დარგვა — მცირე ბაღის ან ნაგებობების დეკორირების საშუალებაა მცოცავი ვარდების დახმარებით. მცოცავი ვარდები ვარდები მსგავსი მიზნების შესასრულებლად ერთ-ერთი საუკეთესო მხვევარა მცენარეა, მაგრამ სანამ მცოცავ ვარდს დარგავდეთ ამა თუ იმ ადგილას გაითვალისწინეთ საყრდენის სიმაღლე და მცოცავი ვარდის საშუალო სიმაღლე, ასევე მას ესაჭრიროება თავშესაფარი ზამთრისთვის


  5. ვარდების დარგვა გლეხური სტილით

    ვარდების დარგვა გლეხურ სტილში - წარმაოდგენს ბაღის ნაკვეთის შექმნას ყველაზე უპრეტენზიო ნერგებისგან და ყვავილებისგან, რომლებიც მორიგეობით ყვავილობენ, არ მოითხოვენ არანაერ ყურადღებას. სწორედ ამიტომ ვარდებიც მსგავსი სტილისთვის უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც არ საჭიროებს გასხვლას ან თავშესაფარს ზამთრისთვის - ბაღის ვარდები და ბუჩქოვანი ვარდები..

და ბოლოს, ვარდი — ბაღის ერთ-ერთი ყველაზე არომატული მცენარეა. ამიტომ თუ თქვენ არ გიყვართ სუნი - აირჩიეთ ვარდის ჯიშები არომატის გარეშე ან დარგეთ ისინი თქვენი დასვენების ადგილიდან მოშორებით. ხოლო თუკი პირიქით თქვენ გიყვართ ყვავილების დედოფალის არომატი, შეარჩიეთ საშუალო ან მძაფრი არომატის მქონე ჯიშები და დარგეთ ისინი უშუალოდ ბესეტკის, ვერანდის ან საძინებლის ფანჯრების გვერდით. მაშინ თქვენ შეძლებთ დატკბეთ აყვავებული ვარდების არა მხოლოდ შესანიშნავი იერით არამედ განუმეორებელი არომატითაც.