იყავით შეუდარებელი! გამოიყენეთ ეს 3 სუპერ მარტივი რეცეპტი სახიდან თმის მოსაცილებლად!

იყავით შეუდარებელი! გამოიყენეთ ეს 3 სუპერ მარტივი რეცეპტი სახიდან თმის მოსაცილებლად!
სახეზე არასასურველი თმა გაგიჩნდათ? ეს რა თქმა უნდა იწვევს დისკომფორტს და ეძებთ ნატურალურ საშუალებებს, მათ მოსაშორებლად?
ცვილის გამოყენება ხშირად გაღიზიანებას იწვევს, რადგან სახის კანი ძალიან მგრძნობიარეა.

რა არის ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი? უნდა მოსინჯოთ შინაური რეცეპტები.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი საშუალებები ძალიან რბილია, შესაბამისად, არ იწვევს პრობლემებს.

შაქარი და წყალი

შეურიეთ 1 ჩ.კ. შაქარი და ცოტაოდენი წყალი, ერთგვარი სქელი მასის მიღებამდე და წაისვით კანზე. გაიჩერეთ 15 წთ, შემდეგ კარგად დაიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ და სულ მალე შენიშნავთ, რომ თმა შეუმჩნეველი გახდა.

ლიმონი და თაფლი

შეურიეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და 4 ჩ.კ. თაფლი.წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წთ, შემდეგ კარგად დაიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. გამოიყენეთ ეს რეცეპტი ღამით, რადგან ლიმონისა და მზის კონტაქტი ავნებს კანს.

კვერცხის ცილა, შაქარი და სიმინდის სახამებელი

მოამზადეთ პასტა კვერცხის ცილის, 1 ს.კ. შაქრისა და 0,5 ჩ.კ. სიმინდის სახამებლისგან. წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ, სანამ არ გაშრება. შემდეგ კარგად დაიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 4-ჯერ.

იხილეთ ვიდეო: