შოკოლადის ბლესკი ტუჩებისთვის - გასაოცარი აღმოჩენა მხოლოდ ლამაზმანებისთვის!

ნატურალ კოსმეტიკას უამრავი უპირატესობა გააჩნია. გარდა იმისა, რომ მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული საშუალებები ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უკეთ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ პროდუქტი, რომელსაც მოიხმართ, არ არის გაჯერებული მავნე ქიმიკატებით და არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. სარგებელი, რომელსაც მსგავსი პროდუქტებისგან ვიღებთ, ფასდაუდებელია!

ტუჩების ნატურალური ბალზამი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, სხეულის ისედაც საოცრად მიმზიდველ ნაწილს კიდევ უფრო გაალამაზებს და გაზრდის მოცულობაში.

შოკოლადის ბლესკი ტუჩებისთვის

შოკოლადის ბლესკი ტუჩებისთვის - გასაოცარი აღმოჩენა მხოლოდ ლამაზმანებისთვის!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 ს.კ. ვაზელინი;
  • შავი (მწარე) შოკოლადის ფილის მეოთხედი;
  • დარიჩინი;
  • 0,5 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი (შეგიძლიათ ქოქოსის ზეთის გამოყენებაც).

ინსტრუქცია:

  1. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე.

  2. გამდნარ შოკოლადში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ვაზელინი. კარგად გადაურიეთ.

  3. მიღებულ მასაში ჩაამატეთ 1 მწიკვი დარიჩინი და 0,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ან ქოქოსის ზეთი.

  4. როდესაც ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად გაიხსნება, მოაშორეთ ის წყლის აბაზანას.

  5. მომზადებული ბლესკი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, მიეცით მცირეოდენი დრო გასაგრილებლად და შემდეგ შედგით მაცივარში. ნატურალური კოსმეტიკა საკმაოდ მალე ფუჭდება, რის გამოც აუცილებელია მსგავსი საშუალებების მაცივარში შენახვა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ მიღებული ბლესკის თან ტარება. უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეთ ღამით მისი მაცივარში დატოვება.

მოცემული ბლესკის წყალობით თქვენი ტუჩები ყოველთვის საოცრად ლამაზი და მიმზიდველი იქნება! გარდა ვიზუალური ეფექტისა, ეს საშუალება არაჩვეულებრივია ყინვაში ტუჩების დასაცავად, მათ გამოსაკვებად და დასატენიანებლად, კანის მკვდარი უჯრედების ასაქერცვლად და ა.შ.