როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ორცხობილით და კივით- ამ ნამცხვრის გემო გაგაოცებთ

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ორცხობილით და კივით- ამ ნამცხვრის გემო გაგაოცებთ
კივი თავისი მომჟავო გემოთი იდეალურია გემრიელი დესერტებისთვის. ამ უგემრიელეს ღვეზელს შეგიძიათ დაამატოთ როგორც კივის ფაფა, ისე დაჭრილი სახით.
საჭირო მასალა:

  • ორცხობილა- 300გ
  • შაქარი- 70გ
  • შედედებული რძე- 400გ
  • ლიმონის წვენი- 100 მგ
  • კივი- 4 ცალი
  • შაქრის პუდრა- 30გ
  • ნიგოზი- 0,5 ჭიქა
  • კარაქი- 80გ
  • 2 კვერცხი გული
  • ლიმონის ცედრა- 1 ს.კ
  • ნაღები- 200 მგ
მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე
  2. ნიგოზი დააბლენდერეთ. აურიეთ კარაქი, ორცხობილა და შაქარი.
  3. მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ ფორმაში და ხელით კარგად ჩატკეპნეთ
  4. ქვაბში ერთმანეთში აურიეთ შედედებული რძე და კვერცხის გულები, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ მიქსერით სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  5. მიღებული მასა ზემოდან დაასხით ფორმაში და შედგით ღუმელში 15 წუთით. როდესაც გაცივდება, შედგით მაცივარში 1 საათის განმვლობაში.
  6. ნამცხვარი გააფორმეთ დაჭრილი კივით და ნიგვზით.