ჯადოსნური ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯადოსნური ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც მაგიური ძალა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ისე, რომ თავად ამას ვერ ამჩნევს.

ვერძი

ვერძს აქვს ნიჭი, აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას. სწორედ ამით აიხსნება მისი იმპულსურობა - თუ ქალი ვერძი საყვარლად გეჭუკჭუკებათ და მეორე მომენტში ჯანდაბამდე გიშვებთ და სადღაც მიდის, ნუ გაუნაწყენდებით, ჯობია სასწრაფოდ გაიქცეთ - შეიძლება თავზე ამ მომენტში რაიმე დაგეცეთ. ამგვარად, ვერძმა გაგაფირთხილათ.

კურო

ყველამ იცის, რომ კურო კეთილი და გულწრფელი ადამიანია, ამიტომ ვერავინ აზრადაც ვერ გაიელვებს, რომ მისი ნიჭი წყევლაშია. ის გულში არასოდეს გაიელვებს წყევლას, რადგან იცის, რომ შეიძლება აუხდეს კიდეც. მაგრამ ნუ გაანაწყენებთ მას. მიუხედავად ამისა, მისი წყევლა და ლოცვა ერთნაირად მუშაობს.

ტყუპები

ქალი ტყუპები ჰიპნოზის ოსტატები არიან. შეუძლიათ მართონ ადამიანები თოჯინებივით, დაიმორჩილონ ყველა და გააკეთებინონ რაც სურთ. საბედნიეროდ, ტყუპებს ცუდი არაფერი სურთ. მათ მხიარულება უყვართ.

კირჩხიბი

კირჩხიბს იღბლიანი ხელი აქვს: რასაც ხელს მოჰკიდევს, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. განსაკუთრებით, ყველას და ყველაფრის მოვლა. თუ ვინმე ახლობელი ავად გახდა, ისე გადაჰყვება თან, რომ ავადმყოფს გაქცევა მოუნდება.

ლომი

ლომი მაგიაშიც მასშტაბურია. მას უბრალო ნათელმხილველობა არ აინტერესებს. ის ზეცაში კონკრეტულ მიმართვებს აგზავნის. და რაც მთავარია, სასურველი ყოველთვის უსრულდება. სხვისი სურვილების ასრულება არ ეხერხება და არც ინდომებს.

ქალწული

ქალწულებს ტელეპატიის ნიჭი აქვთ. სხვის აზრებს გადაშლილი წიგნებივით კითხულობენ. თავად არ უყვართ ადამიანები, რომლებსაც მისტიური ნიჭი აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ თუ ყველა გაახელს თვალს და გამოიყენებს ტვინს დანიშნულებისამებრ, ტელეპატებით აივსება სამყარო.

სასწორი

ქალი-სასწორი ნამდვილი ნათელმხილველია. ეს ყველამ იცის, ამიტომ სიზმრის ამოსახსნელად მას მიმართავენ, ან ყავის ნალექზე სამკითხაოდ. მაგრამ ჩვენ გირჩევთ, თავი არიდოთ ამ მიმართვებს. რადგან სასწორმა კოშმარებისა და აპოკალიპსების წინასწარმეტყველება იცის. არა იმიტო, რომ ცუდი სურთ, არამედ პირიქით, უყვართ კარგი ახალი ამბები და ურჩევნიათ ეს სიურპიზად დარჩეს.

მორიელი

მორიელი ყველაზე მისტიური ნიშანია, ქალი მორიელი - ნამდვილი ალქაჯი. მას შინაგანი დემონების მთელი პანთეონი აქვს. კიდევ კარგი, ამ ყველაფრის მართვა ეხერხება, თორემ თუ შინაგანი დემონი გარეთ გამოვიდა, საშინელებებს დაატრიალებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ოცნებების განხორციელების ნიჭი აქვს. მას თავში უამრავი ლამაზი და შემუშავებული სურათების მთელი კატალოგი აქვს, რომელიც ყოველთვის რეალობად იქცევა. ლომებისგან განსხვავებით, მშვილდოსანი სხვის სურვილებსაც წარმატებით ასრულებს.

თხის რქა

თხის რქა და მაგია შეუთავსებელია. ჯერ ერთი, არცერთ გოგონა თხის რქას ამის არ სჯერა, მეორეც, თუ დაიჯერა, ვერ მიხვდება, რაში ჭირდება. სადაა გარანტია, რომ ეს იმუშავებს? არაა? მაშინ ნახვამდის! მასზე არავითარი ჯადოქრობა არ მოქმედებს.

მერწყული

მერწყულს მინიშნებების სჯერა. მინიშნებების, რომლებიც კარგის მომასწავებელია და აუცილებლად სრულდება. გარდა ამისა, მერწყული თავადვე იგონებს სათავისო მინიშნებებს სწორედ იმ მომენტში, როცა წარმატება სჭირდება.

თევზები

თევზების ნიჭი სასიყვარულო მაგიაშია. საკმარისია, რაიმე კერძი მოამზადოს და ვინმემ დააგემოვნოს - კლიენტი მზადაა! ახლა ის მთელი ცხოვრება აედევნება თევზებს და მოსვენებას არ მისცემს, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებს.