ამ რეცეპტების გაცნობის შემდეგ უკვე არასოდეს შეიძენთ თმის საღებავს: ჭაღარა თმის შეღებვის 5 მეთოდი

ამ რეცეპტების გაცნობის შემდეგ უკვე არასოდეს შეიძენთ თმის საღებავს: ჭაღარა თმის შეღებვის 5 მეთოდი
ჭაღარა თმა არცერთ ქალს არ მოსწონს, ამიტომ, უმეტესობა იძულებულია, მათ დასაფარად საღებავი გამოიყენოს. მაგრამ ეს ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი თვითნაკეთი რეცეპტი დაგეხმარებათ ჭაღარის დაფარვაში. ჭაღარა, მხოლოდ ასაკის გამო არ ჩდნდება, ეს შეიძლეაბ იყოს უამრავი ფაქტორის მიერ გამოწვეული.

ეს ბუნებრივი მეთოდები ეფექტურია არამხოლოდ ჭაღარის შესაღებად, არამედ, თმის გასამაგრებლად და მბზინვარების შესაძენადაც.

სალბი ყავისფერი თმისთვის

მოამზადეთ სალბისა და შავი ჩაის ნაყენი (3-4 ს.კ. თითოეული ინგრედიენტი) 500 მლ მდუღარე წყალში. გაცივების შემდეგ წაისვით თმაზე და არ ჩამოიბანოთ.

ქოქოსის ზეთი და ავოკადო - მუქი თმისთვის და თავის კანის ჯანმრთელობისთვის

დაჭყლიტეთ ავოკადოს რბილობი ქოქოსის ზეთთან ერთად (3:1). წაისვით ნიღავი თავზე, შემოიხვიეთ პირსახოცით და დაიტოვეთ 20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.

როზმარინი

როზმარინი თმას მუქ ფერში ღებავს და აცილებს თმის ცვენის პრობლემას. მოამზადეთ ჩაი 4 ს.კ. როზმარინისა და ½ ლიტრი წყლისგან. ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და მოისხურეთ თმაზე, გამოიყენეთ ყოველდღე. თმა თანდათანობით ბუნებრივი გზით გამუქდება.

როზმარინი და სალბი

მოამზადეთ ნაყენი 3 ს.კ. როზმარინის, 3 ს.კ. სალბისა და 1 ჭიქა მდუღარე წყლისგან. გააცივეთ და გაივლეთ მზა ნაყენით თმა დაბანის შემდეგ.

კურკუმა და გვირილა - ღია თმისთვის

მოამზადეთ ჩაი 4 ს.კ. გვირილისა და 500 მლ მდუღარე წყლისგან. დაუმატეთ 2 ს.კ. კურკუმას ფხვნილი. გააცივეთ და გაივლეთ მზა ნაყენით თმა დაბანის შემდეგ. 10 წუთის შემდეგ კვლავ გაივლეთ თმა წყლით.

რეკომენდებულია ამ საშუალებების რეგულარულად გამოყენება სასურველი შედეგის მისაღებად.

იხილეთ ვიდეო: