მიირთვით ეს სასმელი და თქვენ მყისიერად დაამარცხებთ კუჭის გაღიზიანებას.

მიირთვით ეს სასმელი და თქვენ მყისიერად დაამარცხებთ კუჭის გაღიზიანებას.
კუჭის გაღიზიანება - ძალზედ უსიამოვნო მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულ დისკომფორტს სწორედ მაშინ გვიქმნის, როდესაც სახლში არ ვიმყოფებით. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების შეფერხებამ და დარღვევამ შეიძლება მჟავა რეფლუქსამდე, გულძმარვამდე და ძილის რეჟიმის დარღვევამდე მიგვიყვანოს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება, რომელიც მოცემული პრობლემის ხანმოკლე დროში დამარცხებაში გვეხმარება.

კურკუმის, ჯანჯაფილისა და ქოქსის რძის ნარევი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კურნავს მჟავა რეფლუქსსა და გულძმარვას.

კურკუმა საოცრად სასარგებლო სანელებელია, რომელიც ფლობს შემდეგ უპირატესობებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
  • ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს;
  • ზრდის ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ პოტენციალს;
  • აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას;
  • ამცირებს თავის ტვინის დაავადებების განვითარების რისკს;
  • თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;
  • თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას;
  • გვიცავს ალცჰეიმერის დაავადებისგან;
  • გვიმსუბუქებს სიმპტომებს ართრიტის დროს;
  • ებრძვის დეპრესიას.

ქოქოსის ზეთი არაჩვეულებრივია არა მხოლოდ კუჭის გაღიზიანების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ:

  • ამაგრებს გულის კუნთს;
  • ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს ელექტროლიტებით;
  • გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში;
  • გვეხმარება დიაბეტის გაკონტროლებაში;
  • თავიდან გვარიდებს სახსრების ანთებას.

როგორ დავამზადოთ მოცემული საშუალება?

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი ქოქოსის რძე;
  • 1 ჩაის კოვზი კურკუმა;
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი;
  • ¼ ჩაის კოვზი ახლადდაფქული შავი წიწაკა;
  • 1 სუფრი კოვზი ნატურალური თაფლი.

ინსტრუქცია:

შეურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთანეთში, გარდა თაფლისა. კარგად გადაურიეთ და მიღებული სასმელი ჩაასხით ჯამში. დადგით ის დაბალ ცეცხლზე 5 წუთით, რათა მიღებული სასმელი კარგად გათბეს. შემთბარი მასა გადმოდგით ცეცხლიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ მასში 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

მიიღეთ მომზადებული საშუალება ყოველ საღამოს, დაძინების წინ, რათა მოიხსნათ კუჭის გაღიზიანება და კიდევ სხვა მრავალი პრობლემა. გარდა ამისა, მოცემული სასმელი შეგიწყობთ ხელს კარგად გამოძინებაში. ახალი დღისთვის მოამზადეთ ახალი ულუფა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული.