რა აშინებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებს

რა აშინებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებს
პირველ შეხვედრაზე ორმხრივი სიმპატია - ურთიერთობის კარგი დასაწყისია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რათა შემდეგ იმედი არ გაგიცრუვდეთ და საყვარელი მამაკაცი არ დააფრთხოთ. და რა აფრთხობს მამაკაცებს, ამის შესახებ იხილეთ სტატიაში:

ვერძი

ვერძი ბუნებით მეომარია. მაგრამ ერთია შეებრძოლო გარემოებებს და მეორე - დაიპყრო ქალის გული, რომელიც ყველანაირად გეწინააღმდეგება. ვერძს თქვენი სიცივე და გულგრლობა აშინებს.

კურო

კურო მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის მოძიებას ადამიანზე, სანამ მასთან ურთიერთობას გააბამს და გრძნობებს გამოავლენს. რაღაც წვრილმანებზე თვალს დახუჭავს, მაგრამ დააფრთხობს, თუ ქალმა მოვლენების დაჩქარება მოინდომა.

ტყუპები

ტყუპებს არ უყვართ წესები და ფრთხილობენ ქალებთან, რომლებიც ცხოვრების დალაგებას ინდომებენ. ტყუპები აღფრთოვანდებიან ამ მონდომებით, მაგრამ დისტანციურად.

კირჩხიბი

კირჩხიბებს მოსწონთ უჩვეულო და მიმზიდველი ქალები, მაგრამ აშინებთ, თუ მათ სხვა თაყვანისმცემლებიც ყავთ. შესაძლო მეტოქის ყოლის აზრი მათ მოსვენებას არ აძლევთ.

ლომი

ლომებს თავისი მსგავსი კაშკაშა პიროვნება სჭირდებათ გვერდით და თუ ქალმა ინიციატივა არ გამოიჩინა და უკეთესობისკენ არ შეიცვალა თავად და თავისი ცხოვრებაც, ლომი მალევე გაცივდება.

ქალწული

ქალწულის დაფრთხობის უტყუარი მეთოდია თავის მოსულელება. შეიძლება ამგვარად ”შეაბათ” კიდეც, მაგრამ დიდ ხანს ამ ტაქტიკით მას გვერდით ვერ გაიჩერებთ.

სასწორი

სასწორის დაფრთხობა ძნელია, რადგან ის ცდილობს ყველაფერში კარგი დაინახოს, ამიტომ წვრილმან შეცდომებზე ნუ იდარდებთ. მაგრამ თუ მის პირად სივრცეს დაუკითხავად და ხშირად დაარღვევთ, ეს უკვე საშიშია ურთიერთობისთვის.

მორიელი

მორიელი შეიძლება ყველაფერმა დააფრთხოს, ისევე როგორც მონუსხოს. ტანაც, რაც დღეს მონუსხავს, ხვალ შეიძლება ამან დააფრთხოს ან პირიქით. ამიტომ ამ ადამიანთან ურთიერთობაში ლოგიკას ნუ ეძებთ, უბრალოდ უნდა შეეწყოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მამაცია და მისი დაფრთხობა ცოტა რამეს თუ შეუძლია. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მას აშინებს: აბსოლუტური იდეალურობა და უმწიკვლობა. გაქცევით არ გაიქცევა, მაგრამ ტაქტიკურ უკუსვლას უდავოდ დაიწყებს.

თხის რქა

თხის რქას უყვარს ოპტიმალური გადაწყვეტილებები და არ უყვარს სირთულეები. როდესაც ურთიერთობა სერიოზულ ხასიათს იღებს, თხის რქა მზადაა აიტანოს მრავალი უხერხულობა, მაგრამ პირველ ეტაპზე სიმსუბუქე მაინც საჭიროა.

მერწყული

მერწყულის შეშინება ძალიან ადვილია. საამისოდ, მისი თავისუფლება უნდა ხელჰყოთ. და კიდევ, ნუ ეცდებით მისი აზრის შეცვლას. თუ მერწყულმა გოგონას ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ის კი განაგრძობს დაჟინებას, პრობლემებს თავს ვერ აირიდებს.

თევზები


თევზებს შინებს ის, რაც მისთვისვე ძალიან ნაცობია: მეოცნებეობა, მგრძნობიარობა, თანაც თუ ამასთან ერთად გოგონა პრაქტიკული არაა და საქმეების განკარგვა არ ეხერხება.