5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი

ბევრმა იცის, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანს შორის არის 5 ყველაზე რთული ნიშანი. ამ ნიშნებს ყოველთვის ლოიალურად ექცევიან, ბევრს პატიობენ, რადგან იციან, რომ ამთზე არაა ეს დამოკიდებული.

მე-5 ადგილი თხის რქა

თხის რქები ძალიან რთულები არიან ურთიერთობაში. სიჯიუტე - მათი მეორე მეა. არასოდეს გააკეთებენ იმას, რაც არ სურთ. ცოტა ვინმეს თუ სცემენ პატივს, ვერ იტანენ მოწყენილობას. თუ თხის რქა შეგიყვარდათ, საოცარი მოთმინება და გამძლეობა გმართებთ.

მე-4 ადგილი - მერწყული

მერწყულები ძალიან სპეციფიურები არიან ურთიერთობაში. მხოლოდ საკუთარ აზრს აფასებენ. იოლად დასდებენ სხვას ბრალს თავის გასამართლებლად. მიზანდასახულები არიან, ხანდახან დესპოტურებიც. განსაკუთრებული გონება გამოარჩევთ, მაგრამ ხშირად ემოციები სძალავთ და თავიდან აღებულ კურსს ამის გამო თავს ანებებენ.

მე-3 ადგილი - ტყუპები

ტყუპები ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, მუდამ ლაქლაქებენ და ჭირვეულობენ. კრიტიკულ მომენტში გულგრილობის ნიღაბს ირგებენ. სხვის აზრს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავი ფანტაზიებით აქვთ გამოტენილი. მზაკვრები არიან, რომ გგონია, გაშიფრე - ისევ წაგებული დარჩები მათთან.

მე-2 ადგილი - ვერძი

ძალიან იმპულსურები არიან, შეუძლიათ 15 წამში დაანგრიონ ის, რასაც წლები აშენებდნენ. მუდამ მართლები არიან. თუ ვერძი შეგიყვარდათ, იყავით მზად, რომ ოჯახში სიმშვიდე მხოლოდ 2 დღე გექნებათ, ცეცხლი მალევე დაინთება.

1-ლი ადგილი - მორიელი

მორიელები ყველაზე საშიში ხალხია მთელ ზოდიაქალურ სამყაროში. მუდამ აღწევენ სასურველს, მათთვის შეუძლებელი არაფერია. ძალიან დაუნდობელი მოპყრობა აქვთ და შურისმაძიებლები არიან. თუ მათ ხაფანგში გაებით, საუკუნოდ დარჩებით მანდ. ამ ნიშნანთან ნებისმიერ ურთიერთობას მძიმე შედეგები მოჰყვება.