დაგტანჯათ მყესებისა და კუნთების ტკივილმა? დალიეთ ეს წვენი და 30 დღეში ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებთ!

დაგტანჯათ მყესებისა და კუნთების ტკივილმა? დალიეთ ეს წვენი და  30 დღეში ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებთ!
მყესებისა და კუნთების ტკივილი ხშირად ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ. ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე გადადის და ახლავს შემდეგი სიმპტომები:
  • უხასიათობა და ძალების გამოცლა
  • ძილის დარღვევა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • დისკომფორტი შარდვისას
  • თავის ტკივილი
  • ემოციური და ფსიქიური აშლილობა

ეს დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული დაღლილობით, ძილის დარღვევით, დეპრესიითა და შფოთვით. ფიბრომიალგიის (ასე ეწოდება ამ მდგომარეობას) მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის. უამრავი სიმპტომის გამო მისი მკურნალობა რთულია. მნიშვნელოვანია პაციენტის ემოციური მდგომარეობის ნორმალიზება, ორგანიზმის D ვიტამინით მომარაგება.

შესანიშნავი შინაური საშუალება გახლავთ ფორთოხლისა და კომბოსტოს წვენის ნარევი. კომბოსტო შეიცავს მაგნიუმს, მინერალს, რომელიც ორგანიზმის 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს.

იგი ასევე მდიდარია კალციუმით, რკინითა და ფოსფორით, А, В და С ვიტამინებით, რომლებიც კუნთების ტონუსს არეგულირებენ, ამაგრებენ ძვლებს, აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას.

წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  1. 1 ჭიქა ფორთოხლის ნატურალური წვენი და კომბოსტოს 2 ფოთოლი.
  2. დააბლენდერეთ და შეგიძლიათ მიირთვათ.

რეკომენდებულია წვენის დღეში 2-ჯერ მიღება - უზმოზე და საღამოს. 1თვიანი კურსის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

იხილეთ ვიდეო: