ბალანსირებული დიეტა, რომელშიც საკმარისად არის ცილები, ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები!

ბალანსირებული დიეტა, რომელშიც საკმარისად არის ცილები, ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები!
ყოველ ადამიანს შეუძლია შეადგინოს ისეთი ბალანსირებული დიეტა, რომეშიც საკმარისად იქნება ცილებიც და ხილ - ბოსტნეულიც, ამასთან მასში არ იყოს არავითარი მავნე საკვები. ასეთი საკვები ხელს უწყობს უჯრედების გაწმენდას, არ უშვებს ორგანოების დაბინძურებას, ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით.

ამისათვის უარი უნდა თქვათ თეთრ ფქვილზე და მისგან დამზადებულ ნაზუქეულზე, აგრეთვე შაქარზე, შებოლილ და ცხიმიან საკვებზე. ასეთი დიეტის დროს ასევე არ შეიძლება კარაქისა და შოკოლადის ხმარება, ყავის და მაგარი ჩაის დალევა, გაზირებული სასმელი და წვენები.
ასეთი დიეტის დაცვისას მნიშვნელოვანია დღეში დავლიოთ 2 ლიტრამდე გაფილტრული ან გამდინარე წყალი.
სუფთა წყლის დიდი ოდენობის გარეშე უჯრედები სრულფასოვნად ვერ გაიწმინდებიან და საჭირო საკვებს ვერ მიიღებენ.

ამ დიეტაში ძალზე მნიშვნელოვანია სწორი საუზმე. კარგი იქნება თუ ეს იქნება ხილის სალათი და მატონიზირებელი სასმელი შავი ჩაისა და ბალახების საფუძველზე.

დიეტის დანარჩენი წესები საკმარისად მარტივია. ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი. მაგიდიდან ადექით შიმშილის მსუბუქი გრძნობით. სადილი დაიწყეთ სალათით. ძილის წინ კი, ვახშმის ნაცვლად იხმარეთ მხოლოდ მატონიზირებელი კოქტეილი. ასევე, დღის მანძილზე, მაგრამ არა უადრეს, ვიდრე 1,5 საათი ტრაპეზის შემდეგ, აუცილებლად შეჭამეთ ნებისმიერი ხილი თქვენი გემოვნებით.
საუზმე შედგება 1 ჭიქა ახალი წვენისა და 200 გრ ხილის სალათისგან შვრიის ფანტელებით.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია