მოიცილეთ ფრჩხილებიდან სოკო ერთხელ და სამუდამოდ, მხოლოდ 2 ინგრედიენტის დახმარებით

ფეხების სილამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქალებისთვის, წელიწადის ცხელ პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია ლამაზი და მოვლილი ფრჩხილების გარეშე. მაგრამ ინფექციები და სოკო სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს, მათთვის საყვარელი ბუდე კი სწორედ ფრჩხილებია, ვინაიდან დახურულ ფეხსაცმელში თითიები იჭყლიტება, შიგნით ცხელი, დახურული სივრცეა, რომელიც იდეალურია ბაქტერიებისთვის.

სოკოს ინფექციის დროს, ტკივილის, ქავილისა და უსიამოვნო სუნის შეგრძნება გარდაუვალია, რასაც არაპრეზენტაბელური იერსახე მოსდევს. უმჯობესია, ეს პრობლემა დროულად მოიცილოთ, ვინაიდან, რაც უფრო ღრმად შეიჭრება სოკო, მით უფრო დიდია ქირურგიული ჩარევის საჭიროების ალბათობა.

ჩვენ მოგითხრობთ მეთოდზე, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოცილება, სოკოს სამკურნალოდ საჭიროა მხოლოდ 2 ინგრედიენტი. და კიდევ ერთი რჩევა: პროცედურის დაწყებამდე დაიჭერით ფრჩხილები იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ სუფთა მაკრატელი, შემდეგ სპირტით გაწმინდეთ. დაიბანეთ ფეხები და კარგად გაიმშრალეთ.

ინგრედიენტები:

  • 4-5 ს.კ. სოდა
  • 1 ჭიქა თეთრი ან ვაშლის ძმარი
  • წყალი
  • ქაღალდის ხელსახოცები


მომზადება:

  1. შეურიეთ 1 ჭიქა ძმარი და წყალი, მოათავსეთ ფეხები.
  2. 15 წუთში გაიმშრალეთ.
  3. წყალში დაუმატეთ სოდა და კვლავ მოათავსეთ ფეხები 15 წუთით და გაიმშრალეთ.


შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველდღე და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დღეში 2-ჯერაც. ძმარი მოსპობს სოკოს, სოდა კი ახალი სოკოს წარმოშობას შეაჩერებს.

იხილეთ ვიდეო:шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: