კარტოფილის წვენის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ.

კარტოფილის წვენის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ.
უმი კარტოფილი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრებს, რომლებსაც ხარშვა სახამებლად აქცევს. ვენერიული დაავადებებით შეპყრობილმა, აგრეთვე იმ ადამიანებმა, რომლებსაც სქესობრივი აგზნება ახასიათებთ, კარტოფილი არ უნდა ჭამონ.
მოხარშული ხორცისა და კარტოფილის ერთად ჭამა აძლიერებს მოქმედებას სოლანინისა ( სოლანინი - ასკალოიდური შხამი, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით მწვანე კარტოფილშია ), რომელმაც ხორცის ჭამის შემდეგ წარმოქმნილი შარდმჟავას კრისტალებთან ერთად შეიძლება მეტისმეტად აღაგზნოს სასქესო ორგანოების მაკონტროლობელი ნერვები.

  • უმი კარტოფილის წვენი ძალზე სასარგებლოა სახიდან ლაქების გასაქრობად, რაც იმით აიხსნება, რომ იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, გოგირდს, ფოსფორსა და ქლორს. მაგრამ ეს ძვირფასი ნივთიერებები მარტო უმ კარტოფილშია. ამ სახის კარტოფილი ორგანული ატომებისგან შედგება.
    როცა კარტოფილი მოიხარშება, ეს ნივთიერებები არაორგანულ ატომებად იქცევა და ორგანიზმის საშენ მასალად ოდნავ თუ გამოდგება ან საერთოდ არ გამოდგება.

  • უმი კარტოფილის წვენი ასუფთავებს ორგანიზმს და ის განსაკუთრებით სტაფილოს წვენთან ერთადა სასარგებლო.

  • უმი კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენებთან ერთად, ძალიან მარგებელია მოშლილი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვების დაავადებათა, ვვთქვათ, იშიასისა და ჩიყვის მკურნალობისას. ასეთ შემთხვევაში ყოველდღიურად ნახევარი ბოთლი სტაფილოს, ჭარხლის და კიტრის წვენის დალევა ძალზე ხშირად გასაოცრად მოკლე დროში იძლევა დადებით შედეგებს, ოღონდ, იმ პირობით, დიეტიდან ყველა ხორცეული და თევზეული საკვები მთლიანად თუ გამოირიცხება.

  • სტაფილოს, კარტოფილისა და ნიახურის წვენების სმა სასიკეთო გავლენას ახდენდა ემფიზებით დაავადებულებზე ( ემფიზა - 1.ჰაერის დაგროვება რაიმე ორგანოში, ქსოვილში. 2. ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება).

  • ბატატი ( მრალავწლიანი ბალახეული მცენარეა, რომლის ტუბერებს იყენებენ საჭმელად; ხარობს თბილ ქვეყნებში ტკბილი კარტოფილი). ბოტანიკურად, ჩვეულებრივ კარტოფილს არ მიეკუთვნება. ის შეიცავს ბევრად უფრო მეტ ნახშირბადს ნატურალური შაქრების სახით, ვიდრე ჩვეულებრივი კარტოფილი და სამჯერ მეტ კალიუმს, ორჯერ მეტ ნატრიუმს, ორჯერ მეტ სილიციუმს და ოთხჯერ მეტ ქლორს. ამიტომ ბატატის (ტკბილი კარტოფილი ) ჩვენი ჩვეულებრივი კარტოფილის წვენზე ძვირფასია. ბატატის შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს და აი, რატომ: ჩვეულებრივი კარტოფილი იტანს უხეშ მოპყრობას, ბატატს კი ხშირად უჩნდება ნაღვენთი თუ დამპალდუმპალი ლაქები, რაც მთელ ბოლქვებს აფუჭებს.

სტატიის ავტორი: ნორმან უოკერი
სტატიის წყარო:მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით