ყველაზე ძლიერმოქმედი წვენი შარდ-სასქესო სისტემის, კატარაქტის და მენსტრუალური სპაზმების სამკურნალოდ!

ყველაზე ძლიერმოქმედი წვენი შარდ-სასქესო სისტემის, კატარაქტის და მენსტრუალური სპაზმების სამკურნალოდ!
ოხრახუშის წვენი ერთ - ერთი ყველაზე უფრო ძლიერმოქმედი წვენია. მარტო ეს წვენი არასოდეს არ უნდა დალიოს 30 - 60 გრამზე მეტი. აჯობებს, თუ ამ რაოდენობას შევურევთ სტაფილოს, სალათის, ისპანახის ან ნიახურის წვენში.
ახალი ოხრახუშის უმ წვენს აქვს ჟანგბადის ცვლის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციათა შენარჩუნების უნარი. მასში შემავალი ელემენტები ისეთ თანაფარდობას იცავენ, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების, განსაკუთრებით კაპილარებისა და არტერიების გამაგრებას. ეს წვენი შესანიშნავი წამალია შარდ - სასქესო ტრაქტის დაავადებისას და ძალიან კარგი საშუალებაა თირკმლებისა და საშარდე ბუშტში ქვების გაჩენისას, ნეფრიტის ( თირკმლების ანთების ) დროს, როცა შარდში ცილაა, და თირკმლების სხვა დაავადებების შემთხვევაშიც. ის წარმატებით გამოიყენება წყალმანკის სამკურნალოდაც.

ოხრახუშის წვენი ეფექტურია თვალისა და მხედველობის ნერვის სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს. თვალის რქოვანი გარსის დაწყლულების, კატარაქტის, კონიუნქტივიტის, ოფთალმიის გამოვლინება ნებისმიერ სტადიაზე ან გუგის მოდუნებულობა ეფექტურად იკურნება ოხრახუშის უმი წვენისა, ან სტაფილოს, ნიახურის და ახალ წვენებთან შერევით.

ოხრახუშის წვენი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შერეულია ჭარხლის ან ჭარხალ - სტაფილოს, აგრეთვე კიტრის წვენთან, წარმატებით გამოიყენება მენსტრუაციის გასაუმჯობესებლად. მენსტრუალური მოშლილობით გამოწვეული სპაზმები ( ყელის, საყლაპავი მილის, კუჭ - ნაწლავისა და კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა). ძალიან ხშირად მთლიანად წყდებოდა ამ წვენების რეგულარულად გამოყენების შემდეგ. მასთან, დიეტიდან გამოირიცხებოდა კონცენტრირებული სახამებლები და შაქარი, აგრეთვე, ხორცეული პროდუქტები.
სტატიის ავტორი: ნორმან უოკერი
სტატიის წყარო:მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით