თუ ნაწლავების სპაზმები და გაზების დაგროვება გაწუხებთ, აუცილებლად გიშველით მცენარეული ნაყენი!

თუ ნაწლავების  სპაზმები და გაზების დაგროვება გაწუხებთ, აუცილებლად გიშველით მცენარეული ნაყენი!
თუ გაწუხებთ ნაწლავების სპაზმები და გაზების დაგროვება. გიშველით მცენარეული ნაყენი. ამისათვის რამდენიმე მცენარე დაგჭირდებათ.

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილის ყვავილები, კატაბალახას ძირები, პიტნის ფოთლები, ძირასა და ცერეცოს ნაყოფი. 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი, დადგით წყლის ორთქლზე 15 წთ - ით, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი დღეში ორჯერ - დილას და საღამოს.

ხშირად მსმენია, რომ გვირილა სასარგებლოა კუჭ - ნაწლავის დაავადებებისთვის. მაინტერესებს, როგორ მოქმედებს იგი და რა ნივთიერებებს შეიცავს?

ექიმის კომენტარი:
სააფთიაქო გვირილა მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მას ძლიერი არომატული სუნი აქვს. გვირილა ყვავის მაისიდან ოქტომბრამდე. ყვავილს აგროვებენ მაის - ივლისში, ყვავილობის დასაწყისში, როცა გვირგვინის ფურცლები ჯერ კიდევ ისევ ზევითაა ამართული. თუ უფრო გვიან პერიოდში შეაგროვებთ, შრობის დროს ყვავილი დაეშლება და ფურცლები გასცვივა. ყვავილი ისე უნდა მოიჭრას, რომ ღერის სიგრძე იყოს არა უმეტეს 3 სმ - ისა. გვირილას აშრობენ აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე.
ყვავილები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით - ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებით და სხვა. მის პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური ( სპაზმების მომხსნელი ) ანთებსაწინააღმდეგო, ანტიჰერპესული, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ( შედარებით ნაკლებად ) ეფექტი; ხსნის კუჭ - ნაწლავის სპაზმებს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს შეშუპებას, ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციისა ( აღდგენის ) და შეხორცების პროცესს.
გვირილის ნაყენი ააქტიურებს კუჭ - ნაწლავის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დუღილის პროცესს ნაწლავებში. მის ყვავილში შემავალი ეთეროვანი ზეთი აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს.
გვირილის ნაყენი გამოიყენება როგორც ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პირის ღრუს დაავადებების ( სტომატიტის, გინგივიტის ), ტონზილიტის ( ნუშურა ჯირკვლების ანთების ), ანგინის დროს.
გვირილა ინიშნება მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტისა და ენტერიტის ( ნაწლავთა ანთების ) შემთხვევაში.
რაც შეეხება რეცეპტის სხვა კომპონენტებს, პიტნა და კატაბალახა სპაზმოლიზური ( სპაზმების მომხსნელი ) და დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება, ხოლო ძირა და ცერეცო ეფექტიანია მეტეორიზმის ( გაზების დაგროვების ) დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი