კობრი 5 სუნელის არომატით- უგემრიელესი კერძი

კობრი 5 სუნელის არომატით- უგემრიელესი კერძი
მომზადების დრო- 1 სთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 326 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • 2 ს.კ მშრალი ხერესი
  • 1 ჩ.კ წიწაკა
  • 4 ცალი ანისული
  • 1ჩ.კ მიხაკი
  • 2 კგ თევზი
  • 1ჩ.კ ყავისფერი შაქარი
  • სოიოს სოუსი
  • 1ჩ.კ დაფქული დარიჩინი
  • 1 კონა მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. დაფქვილი სუნელები აურიეთ სოიოს სოუსში. დაუმატეთ შაქარი. თევზის ნაჭრები დაამარინადეთ მიღებულ სოუსში 20 წუთით, შემდეგ კი შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.
  2. დარჩენილი მარინადი დაასხით ტაფაზე და აცადეთ ადუღება. შემდეგ კი ცხელშივე ჩააწყვეთ შემწვარი თევზი. გააჩერეთ ცეცხლზე 30-40 წთ.
  3. სუფრაზე მიტანამდე გააფორმეთ მწვანე ხახვით.
გემრიელად მიირთვით.