ესპანელი მეცნიერების კვლევა! გულის შეტევის შედეგს ღეროვანი უჯრედები განაახლებენ.

ესპანელი მეცნიერების  კვლევა! გულის შეტევის შედეგს  ღეროვანი  უჯრედები განაახლებენ.
ესპანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კლინიკური გამოცდა, რათა მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პირებში მწიფე ღეროვანი უჯრედების ( ამ შემთხვევაში - მიობლასტების ) ტრანსპლატაციის ეფრქტიანობა დაედგინათ. ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის მათ სპეციალური კათეტერი გამოიყენეს. აქამდე ტრანსპლატაცია ღია ოპერაციით ტარდებოდა.
კლინიკური გამოცდის ჩატარება ცხოველებზე წარმატებით განხორციელებული ექსპერიმენტის შემდეგ გადაწყდა. მას ესპანეთის სამედიცინო სააგენტომ დაუჭირა მხარი. მან დაადასტურა, რომ კვლევა კანონის ფარგლებში ტარდებოდა და პაციენტისთვის სარისკო არ იყო.

კლინიკური გამოცდის მონაწილეებს, რომელთაც ადრე გულის გაჩერებისა და პარკუჭების დისფუნქციის შემთხვევები აღენიშნებოდათ, ღეროვანი უჯრედების გადანერგვამდე საგულდაგულო კვლევა ( ეკგ, ექოკარდიოსკოპია, სისხლის ანალიზები ) ჩაუტარდათ. ტრანსპლანტაციამდე ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე პაციენტების ქვედა კიდურის კუნთოვანი ქსოვილის ბიოპტატიდან გამოყვეს მიობლასტები, ქსოვილის ნიმუშიდან კი - მწიფე ღეროვანი უჯრედები, საიდანაც შემდეგ იმპლანტანტი გამოზარდეს. სხვა ექსპერიმენტებისგან განსხვავებით, როცა კულტივირებისთვის ცხოველური გამოზრდისას ამჯერად პაციენტისავე პლაზმა გამოიყენეს, რითაც მინიმუმამდე შემაცირეს არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი. "უცხო ცილების არარსებობა ინფიცირების, ალერგიისა და იმუნური რეაქციის ალბათობას ამცირებს", - განაცხადა კარდიოლოგმა, დოქტორმა ხუან ხოსე გავირამ.

გამოზრდილი უჯრედები სპეციალური კათეტერის საშუალებით პაციენტის გულში შეიყვანეს. უჯრედები გულის კუნთის დაზიანებულ უბანში და მის ირგვლივ ჩაინერგა. ინფექციის თავიდან ასაცილებლად უჯრედული კულტურის ნიმუშები წინასწარ შეამოწმეს მიკრობიოლოგიური ლაბორატორიაში.
კლინიკურ გამოცდაში ჩართვისთვის ერთ - ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ პაციენტს გულის ოპერაცია არ ჰქონოდა გაკეთებული - ასე ღეროვანი უჯრედების მოქმედება უფრო ზუსტად ფასდებოდა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშცვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა