უკვე მრავალი წელია, ვიყენებ საზამთროს კოსმეტიკას და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ!

უკვე მრავალი წელია, ვიყენებ საზამთროს კოსმეტიკას და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ!
საზამთრო არბილებს და ელასტიკურს ხდის სახის კანს. რამდენიმე წელია, ვიყენებ საზამთროს კოსმეტიკას და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

  • რბილი ქსოვილი დაასველეთ საზამთროს წვენში და დაიფინეთ სახეზე 15 - 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

  • საზამთროს რბილობი დაჭყლიტეთ და დადგით 1 - 2 საათი, გამოწურეთ წვენი - დაახლოებით 400 მლ. შეურიეთ 1 ს/კ თაფლი და 1 ჩ/კ მარილი. მარილის გახსნის შემდეგ ნარევი გაწურეთ და დაუმატეთ 200 მლ არაყი. ლოსიონიც მზადაა. ამ ლოსიონით სახე უნდა გაიწმინდოთ და 1 - 2 საათის განმავლობაში არაფერი წაისვათ. ლოსიონი უნდა შეინახოთ მაცივარში - ამგვარად ერთ წლამდე გაძლებს. შედეგი გაგაოცებთ.

  • კიდევ ერთი რეცეპტი:
    1/2 ჩ/ჭ მანანის რძიან სქელ ფაფას შეურიეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 2 - 2 ჩ/კ საზამთროს წვენი, თაფლი და ზეთი, 1/2 ჩ/კ მარილი. ნიღაბი დაბანილ კანზე უნდა დაიდოთ 1/2 საათით, კვირაში ორჯერ.

    ექიმის კომენტარი:
    საზამთროს რბილობი შედგება უმთავრესად წყლისგან, შეიცავს B1, B2, PP, C ვიტამინებს და ბიოაქტიურ ნივთიერებებს. კოსმეტოლოგიაში საზამთროს გამოყენება უკავშირდება მის დამატენიანებელ ეფექტს, რაც კანს არბილებს და აფერხებს დაბერების პროცესს.

სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადი