დაამარცხეთ ართრიტი, სახსრების ტკივილი და ანთება მხოლოდ 1 საშუალებით. ძალიან ეფექტურია!

დაამარცხეთ ართრიტი, სახსრების ტკივილი და ანთება მხოლოდ 1 საშუალებით. ძალიან ეფექტურია!
ანთება - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია, რომლის მიზანსაც მავნე მიკრობების, ვირუსებისა და ინფექციების განადგურება წარმოადგენს. სწორედ ანთებითი პროცესები წარმოადგენს უამრავი ქრონიკული დაავადების საფუძველს.

რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ, ძალზედ ეფექტურია ანთების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრაში.

აიურვედულ მედიცინაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო სანელებლები ორგანიზმის გაჯანსაღებლად და უამრავი სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოვლელად. კურკუმა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სანელებელია, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. კურკუმინი, მოცემული სანელებლის აქტიური კომპონენტი, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და გვეხმარება ანთებითი დაავადებების, მათ შორის ართრიტის მკურნალობაში.

მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კურკუმისა და შავი პილპილის კომბინირებით მიღებული საშუალება გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით. შავი წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

ჯანჯაფილი - კიდევ ერთი სანელებელი, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თუ ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილი პაციენტი რეგულარულად ჯანჯაფილის ჩაის მიიღებს, ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობს.

წყლის დილის ულუფაში ჯანჯაფილისა და ლიმონის წვენის ჩამატებით, თქვენ არა მხოლოდ დაიტენიანებთ საკუთარ ორგანიზმს, არამედ დაამარცხებთ თავის ტკივილს, კუჭის გაღიზიანებასა და სხვადასხვა სახის ინფექციებს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ეს საშუალება, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, არა მხოლოდ დაგეხმარებათ ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში, არამედ გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 250 მლ კეშიუს რძე;
  • 1/2 ჩ.კ დაფქული კურკუმა;
  • 1 მწიკვი ახლადდაფქული შავი პილპილი;
  • 1/4 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული დარიჩინი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული კარდამონი (ილი);
  • 1 მწიკვი ვანილის ფხვნილი;
  • 6 წვეთი თხევადი სტევია ან 1 ჩაის კოვზი თაფლი.

რა არის კეშიუ? კეშიუ თხილის სახეობაა რომლის შეძენასაც შეძლებთ ჰიპერმარკეტებში. მისგან რძის დასამზადებლად 100 გრამ კეშიუს დაასხით 200 მილილიტრი წყალი და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს ცივი ნარევისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. კეშიუს რძე მზად არის.

მომზადება:

  1. კეშიუს რძე ჩაასხით ქვაბში და შეათბეთ ის (არ მიიყვანოთ დუღილამდე).
  2. შემთბარი რძეში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, გარდა სტევიისა.
  3. სტევია ან თაფლი ჩაამატეთ ნარევში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გაგრილდება.
  4. კარგად გადაურიეთ და ანთების საწინააღმდეგო ძალზედ ეფექტური საშუალება მზად არის!

მიირთვით მომზადებული საშუალება მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. დღის განმავლობაში მისაღები მოცემული საშუალების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. მოიქეცით ასე ყოველდღიურად იქამდე, სანამ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!