ანანასის უგემრიელესი სალათა- ბავშვებს მოეწონებათ

ანანასის უგემრიელესი სალათა- ბავშვებს მოეწონებათ
აუცილებლად სცადეთ ამ სალათის გაკეთება თუ სახლში ბავშვები გყავთ, რადგან ორიგინალურად გაფორმებული ანანასები, მათ განსაკუთრებით მოეწონებათ
მომზადების დრო- 2,30 წთ, მომზადების სირთულე- მარტივი, კალორიულობა 3200 კკ-ია
საჭირო მასალა:
  • 250 გ გაყინული მაყვალი
  • 3 ცალი კივი
  • 2 ცალი ანანასი
მომზადების წესი:
  1. თითოეულ ანანასს მოაჭერით თავი, დანით ამოაცალეთ რბილობი და დაჭერით კუბებად. დააწყვეთ საწურზე და აცადეთ ზედმეტი წვენისგან გათავისუფლება.
  2. მაყვალი გაალღვეთ. კივი გათალეთ, დაჭერით კუბებად და აურიეთ ანანასთან ერთად.
  3. ანანასის ქერქში ჩააწყვეთ მაყვალი, შემდეგ კი კივისა და ანანასსი რბილობი დაუმატეთ. შემდეგ კი დაახურეთ ანანასს თავისივე „თავსახური“.

მოამზადეთ სოუსი:
  1. 2 კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და ღვინო. დადგით დაბალ ცეცხლზე და თქვიფეთ გამუდმებით, ადუღეთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება.
  2. მზა სოუსს დაუმატეთ გათქვეფილი ნაღები და ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ სუფრასთან.