რომელი მამაკაცები არიან საუკეთესო მამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი მამაკაცები არიან საუკეთესო მამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორი მამა იქმენა საყვარელი მამაკაცი - ამას წინასწარ ვერ გამოიცნობ. დაუთმობს თუ არა პატარას დროს? თუ მთელი თავით სამსახურში გადაეშვება, რათა ოჯახს არაფერი მოაკლდეს? ამ და სხვა კითხვებზე გაგცემთ პასუხს ზოდიაქოს ნიშნები!

ვერძი

ვერძები აქტიური მამაკაცები არიან და შვილებსაც თავის მსგავსად გაზრდიან. ასეთ მამასთან არ მოიწყენ, იგი მუდამ საინტერესო იდეებითაა აღსავსე: თევზაობა, ბატუტი, ლაშქრობა და ა.შ.

კურო

კურო პრაქტიკული და მშვიდი პიროვნებაა, იცის ფულის ყადრი. მამა-კურო შვილებს შრომისადმი სიყვარულს და რთული სიტუაციებიდან გამოსავალის პოვნის გზებს ასწავლის.

ტყუპები

აქტიური ტყუპები ბევრს მოგზაურობენ და ცხოვრებით ტკბობა იციან, ამიტომ, მათი შვილებიც ბავშვობიდან ”ჩემოდნებზე სხედან”. ხელს უწყობენ და ასწავლიან მათ ადამიანებთან ურთიერთობას და საკუთარ მაგალითზე აჩვენებენ, რომ ცოდნა მუდამ გამოსადეგია.

კირჩხიბი

კირჩხიბი მამა ხანდახან დედასაც სჯობია. არავინ უვლის შვილებს ასე კარგად. შესანიშნავი მეოჯახეა, გიჟდება შვილებზე, ესმის მათი ძალიან კარგად და უჭერს მხარს ყველაფერში.

ლომი

ლომისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ის და როგორი რეპუტაცია აქვს. გარდა ამისა, მისთვის პრიორიტეტულია იმის გაცნობიერება, როგორ აღიქვამენ მას შვილები. ის მათ ასწავლის, რომ ამბიციების ქონა - კარგია და მთელი სამყარო მათ ფეხქვეშ უნდა ეგებოდეს.

ქალწული

ქალწული ეკონომიურია და ამას პრაქტიკულობას ეძახის. ამასთან ინტელექტუალურად განვითარებულია და შვილებთანაც იყენებს: მისი ჭკვიანური და სასარგებლო რჩევები მიმართულია იმაზე, რომ მომავალში შვილებმა რაციონალურად იცხოვრონ.

სასწორი

სასწორს სინატიფეზე აქვს პრეტენზია, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება და რა შთაბეჭდილებას ახდენს. შვილებს ასწავლის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უზადოდ გამოიყურებოდნენ და თავი არიდონ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს.

მორიელი

მორიელი შვილებს ასწავლის, რომ ცხოვრება შერკინებაა და მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან. და ეს მისი ერთადერთი პლუსია, რადგან ყველაზე რთული მამაა. შვილებს მოუწევთ მის საშინელ ხასიათთან შეგუება და ხშირად, თავადვე მამას ემსგავსებიან.

მშვილდოსანი


აქ განსაკუთრებული ფილოსოფიაა. მთელი სამყარო საინტერესოა, რაღაც შეუცნობელი კი - ცხოვრების აზრი. მშვილდოსნის შვილებმა ლამის აკვნიდანვე იციან, რა არის ექსტრიმი, სპორტი, ბუნება, პარაშუტი. ასეთი ავანტიურიზმი მათ ასწავლით, რომ ცხოვრებაში უნდა გარისკო და მოხერხებულად გადააბიჯო სირთულეებს.

თხის რქა


თხის რქა სკეპტიციზმითა და ცივსისხლიანობით გამოირჩევა, მისი დევიზია - დასახულ მიზანს მშვიდად უნდა მიაღწიო. ამას ასწავლის შვილებსაც. ხანდახან დაუნდობელიცაა, არ ათამამებს შვილებს. თუმცა, მათთვის ნამდვილი საყრდენია.

მერწყული

მერწყულს უამრავი მეგობარი ჰყავს და სხვადასხვა ინტერესები თუ საქმე აქვს, რომელშიც მთელი არსებით ეფლობა. ეს კი ოჯახს უკანა პლანზე წევს. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანია კარგი მამა იყოს, მისგან შვილები ბევრ რამეს სწავლობენ: უდარდელობას, გაუაზრებელ ნაბიჯებს. მაგრამ აქ პლუსიც არის. თუ მერწყული რაიმე საინტერესოდ ა სასარგებლოთია დაკავებული, შვილების სიამოვნებით ერთვენიან ამ საქმეში.

თევზები

აქ კიდევ უფრო მეტი თავისებურებაა, ვიდრე მერწყულის შემთხვევაში. თევზები საკუთარ თავზე არიან ჩაციკლული და ძალიან ემოციურები არიან. მათ აინტერესებთ ფილოსოფია, რელიგია. მაღალ იდეებს ქადაგებენ და შვილებსაც ახვევენ. აქ ორი ვარიანტია: ან მამა-თევზები კარგი მაგალითია შვილებისთვის, ან... უნდა თანაგიგრძნოთ.