მსუბუქი და გემრიელი საგაზაფხულო სალათა კარტოფილით

მსუბუქი და გემრიელი საგაზაფხულო სალათა კარტოფილით
მომზადების დრო- 30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 453 კკ-ია.

საჭირო მასალა:
  • 500 გ ახალი კარტოფილი
  • 0,5 ლიმონის წვენი
  • 100 გ ნუში
  • 2 მწიფე ავოკადო
  • ზეითუნის ზეთი- 3 ს.კ
  • სალათის ფურცლები- 100გ

მომზადების წესი:
  1. კარტოფილი მოხარშეთ და გააცივეთ
  2. ნუში 3-4 წუთის განმავლობაში მოხალეთ ტაფაზე
  3. ზეითუნის ზეთი ათქვიფეთ ლიმონის წვენთან ერთად. შემდეგ კი დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი.
  4. კარტოფილი დაჭერით 3-4 ნაწილად და აურიეთ სოუსთან ერთად.
  5. ავოკადო გაჭერით შუაზე და მოაშორეთ ზედმეტი შიგთავსი. შემდეგ კიდევ გაჭერით შუაზე და გათალეთ.
  6. ავოკადო, დაჭრილი ნუში და სალათის ფურცლები აურიეთ კარტოფილს

გემრიელად მიირთვით.