უგემრიელესი სამარხვო წვნიანი პომიდვრითა და ბაზილიკით

უგემრიელესი სამარხვო წვნიანი პომიდვრითა და ბაზილიკით
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, კალორიულობა- 88 კკ-ია.

საჭირო მასალა:
  • ზეითუნის ზეთი- 1 ს.კ
  • მარილი- 2 ჩ.კ
  • ნიახური- 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი-2 ცალი
  • წყალი ან ახალი ბოსტნეულის ბულიონი- 500 მგ
  • ბაზილიკი- 1 კონა
  • მწიფე პომიდორი- 1 კგ
  • ხმელი ქონდარი
  • ნიორი- 3 კბილი
  • ხახვი- 1 თავი

მომზადების წესი:

  1. პომიდვრები და ხახვი გაჭერით 4 ნაწილად, ნიორი შუაზე. ნიახური და ბაზილიკი დაჭერით წვრილად.
  2. დასუფთავებული და დაჭრილი ინგრედიენტები, ბაზილიკის გარდა, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ქონდარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
  3. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ამოიღეთ ხახვი და დაფნის ფოთოლი.
  4. ბულიონში დარჩენილი ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. შემდეგ კი თავისივე ბულიონით გაათხელეთ სასურველ კონსისტენციამდე.
  5. წვნიანი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. მირთმევამდე მოაყარეთ ბაზილიკი.
გემრიელად მიირთვით.