ნაცნობმა მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება მირჩია, ალბათ დიდხანს აღარ დამჭირდება სათვალე!

ნაცნობმა მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება მირჩია, ალბათ დიდხანს აღარ დამჭირდება სათვალე!
ბოლო დროს მხედველობა გამიუარესდა - ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვკითხულობდი უწინდებურად. ახალგაზრდაც აღარ ვარ და, ალბათ, ასაკმა მოიტანა ეს ცვლილება, მაგრამ არ მინდოდა, რამდენიმე წელი მაინც სათვალე გამეკეთებინა. ამიტომ დავიწყე ისეთი მცენარეული საშუალებების ძიება, რომელიც მხედველობას გამიუმჯობესებდა. ერთმა ნაცნობმა რამდენიმე რჩევა მომცა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ საშუალებებმა მხედველობა ისე გამიუმჯობესა, რომ მგონი, თავდაპორველადაც არ ვხედავდი ასე კარგად. ალბათ კარგა ხანს აღარ დამჭირდება სათვალე. ახლა კი მინდა მკითხველსაც ვასწავლო:

  • რეგულარულად მიირთვით მოცვი, როცა კენკრა შემოვა - ცოცხალი სახით, ხოლო ზამთარში - გამხმარი.

  • 1 ს/კ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 გრ ცხელი წყალი, ადუღეთ 30 - 40 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ ისევ 200 გრ გახდეს. მიიღეთ 2 ს/კ ნახარში 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ნუ დალევთ ძალიან დიდი რაოდენობით, თორემ შეიძლება წნევა დაგიგდოთ.

  • გარდა ამისა ხშირ - ხშირად მიირთვით სტაფილოს სალათები. სტაფილო შეიცავს A ვიტამინს, რომელიც მხედველობისთვის სასარგებლოა.

ექიმის კომენტარი:
მოცვი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეა. მას იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთების, პირის ღრუს ლორწოვანისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ. ეს კენკრა მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა, რაც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ნიკრისის ქარი, რევმატიზმი, შარდის ბუშტის ანთება და ნაღველ - კენჭოვანი დაავადება.
არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცვში შემავალი ბიოფლავონოიდები შეიძლება გამოიყენონ გლაუკომისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მისგან შექმნეს პრეპარატები, რომელიც შველის მხედველობის დაქვეითებასა და რეტინოპათიას.
ალბათ, ოხრახუშის მიერ ფლავონოიდების შემცველობას უკავშირდება მისი ნახარშის ეფექტიანობა მხედველობის დაქვეითებისას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი