რისი ჩაცმა არ შეიძლება: 5 ნივთი, რომელიც ენერგეტიკას ანგრევს

რისი ჩაცმა არ შეიძლება: 5 ნივთი, რომელიც ენერგეტიკას ანგრევს
გარდერობი - არამხოლოდ იმიჯის ნაწილია. ის ეხმარება იყო უფრო თავდაჯერებული, წარმატებული და უამრავი უსიამოვნებების თავიდან არიდებაში. არსებობს რამდენიმე ცრურწმენა, რომელიც ტანსაცმელს უკავშირდება და რომელიც ბევრს გამოადგება.

სხვისი ტანსაცმელი

ტანსაცმელს შეუძლია მფლობელის ემოციების შესრუტვა და ჩაწერა. ამიტომ იმ ადამიანების ტანსაცმელზე უარი უნდა თქვათ, ვისი ბედიც უცნობია. ამგვარად, თავს აარიდებთ საკუთარი ენერგეტიკისა და ბიოველის დანგრევას.

მიცვალებულის ტანსაცმელი

ყველა ექსტრასენსის რჩევა: დაწვით მიცვალებულის ტანსაცმელი. მას სიხარული და ბედნიერება არავისთვის მოაქვს, პირიქით, მოსალოდნელია ოჯახში კამათი, სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის შერყევა და სხვა უსიამოვნებები. რაც შეეხება ოჯახურ რელიკვიებს: ძვირფასეულობას და ა.შ. უნდა გაიწმინდოს წმინდა წყლით და გამოილოცოს.

ნივთები, რომლებთანაც ნეგატიური მომენტები გაკავშირებთ

თუ შენიშნეთ, რომ გარკვეული ნივთის ტარებისას მუდმივად უსიამოვნებები შეგემთხვევათ, უმჯობესია, მისგან გათავისუფლდეთ. წარსულთან დამშვიდობებით დაწვით ყველა ხიდი და ნუ ინანებთ.

ფეხსაცმელი, რომელიც არ გერგებათ

ჩინელები ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელობა ფეხებიდან იწყება, უფრო სწორედ, ფეხის ტერფებიდან. ამიტომ, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელსაც თავად შეიძენთ. ზომა, სიღრმე, ფერი - აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. სანამ რაიმე ფეხსაცმელს შეიძენთ მოუზომებლად, დაფიქრდით, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეთ მოუხერხებელ ფეხსაცმელში, უკმაყოფილო და ტკივილისგან დატანჯული სახით.

ფერთა გამა

თუ თქვენს გარდერობში მუქი ფერის ტანსაცმელი სჭარბობს, აუცილებლად უნდა გააზავოთ სხვა ფერებით. თითოეულ ფერს თავისი ფუნქცია აქვს და ეხმარება ადამიანს ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების და შეარჩიეთ მკვეთრი ფერის სამოსი. მუქ ფერებში შემოსვისას, თავადვე შლით საკუთარ თავს და უჩინარი ხდებით.