ცხელი კარტოფილის სალათა

ცხელი კარტოფილის სალათა
ეს დაბალკალორიული და სამარხვო სალათა, სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია
მომზადების სირთულე- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 198 კკ-ია.

საჭირო მასალა:
  • 10გ წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 100გ უკურკო ზეთისხილი
  • 200გ დაკონსერვებული მწვანე ლობიო
  • ზეითუნის ზეთი- 2ს.კ
  • მარილი გემოვნებით
  • 05 კგ წვრილი ახალი კარტოფილი
  • 1ჩ.კ მდოგვი
  • 2ს.კ მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • ლიმონის წვენი მოსასხმელად
მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად.
  2. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით
  3. ტაფაზე გაახურეთ ზეთი და შეწვით ხახვი და კარტოფილი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  4. პატარა ჯამში ჩანგლით ათქვიფეთ ლიმონის წვენი, მარილი, ზეთი და მდოგვი.
  5. შემწვარ კარტოფილს დაუმატეთ კონსერვირებული ლობიო, ზემოდან კი მოასხით ლიმონის წვენიანი მასა და გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. გააჩერეთ 3-4 წუთით თავდახურულ მდგომარეობაში, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.