კარტოფილი ლობიოთი და ჩილით- უგემრიელესი სამარხვო კერძი

კარტოფილი ლობიოთი და ჩილით- უგემრიელესი სამარხვო კერძი
გარდა იმისა, რომ ეს სალათა ძალიან გემრიელი და მსუბუქია, იგი იდეალური კერძია მათთვის ვინც მარხვაზეა ან მუდმივად აკონტროლებს წონას.
მომზადების სირთულე- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- მარტივი, კალორიულობა- 263 კკ-ია.

საჭირო მასალა:
  • მწვანე ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 400გ დაკონსერვებული წითელი ლობიო
  • 4 ცალი ახალი კარტოფილი
  • 2 ს.კ მცენარეული ზეთი
  • სოიოს სოუსი
  • ჩილი

მომზადების წესი:
  1. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით რამდენიმე ნაწილად, შემდეგ კი კარგად მოხარშეთ.
  2. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით
  3. წიწაკას მოაცალეთ თესლი და დაჭერით რგოლებად
  4. დიდ ტაფაზე გაახურეთ ზეთი, ხახვი და წიწაკა მოთუშეთ სანამ არ დაიბრაწება. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაუმატეთ ლობიო, სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთით.
  5. სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით.