ზოდიაქოს ნიშნების ექსტრასენსორული შესაძლებლობები

ზოდიაქოს ნიშნების ექსტრასენსორული შესაძლებლობები
ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს გამოკვეთილი ექსტრასენსორული ნიჭი გააჩნია, ზოგს კი მენტალური ძალა ფარული აქვს ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტამდე. მაგიური ნიჭის გამოვლენა ჰოროსკოპის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ვერძი

ვერძეს ძლიერი ენერგეტიკული ველი გააჩნიათ. ცეცხლის სტიქია მათ მაგნეტიკური ენერგიით ამარაგებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოავლინოს არაკეთილმოსურნეები. ვერძს გათვალვის არ ეშინია, მათი ბუნებრივი დაცვის გარღვევა არაა ადვილი.

კურო

მიწის სტიქია კუროებს მაკურნებელი ძალით აჯილდოვებს. დაბადებისთანავე მის ცხოვრებაში საყვარელი ხენ ან ყვავილი შემოდის და ამ სიმბოლოთი ვლინდება ბუნებრივი შესაძლებლობები. მათი სრულად გამოსაყენებლად, სსერიოზულად შეისწავლეთ თქვენი საყვარელი მცენარის თვისებები, წარმომავლობა და ენერგეტიკა.

ტყუპები

ტყუპებს ბავშვობიდანვე ამხდენი სიზმრები ესიზმრებათ. თავიდან რა თქმა უნდა ამას ვერ აცნობიერებენ, ასაკთან კი ამ ნიჭს ასამარებენ. დეჟავუს შეგრძნების ხშირი გამოვლინება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ნიჭი ქვეცნობიერიდან აშკარა საფეხურზე გამოსვლას ცდილობს.

კირჩხიბი

ბუნებითმგრძნობიარე კიტჩხიბებს ნათელმხილველობის ნიჭი აქვთ. გარესამყაროს მგრძნობიარე აღქმა ახსნევინებს მათ გლობალურ საკითხებს და არა ყოველდღიურ წვრილმანებს. მომავლის გამოცნობა ბანქოს, ქირომანტიისა და მედიტაციის მეშვეობით შეუძიათ.

ლომი

ცეცხლოვან ლომს სხვებზე ზემოქმედების ნიჭი გააჩნია. ეს კი სათავისოდ სიტუაციის მოქცევას უწყობს ხელს. ქვეცნობიერის უხილავი ღილაკების დაჭერით ლომი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იღებს სასურველს.

ქალწული

ქალწულს მძლავრი ინტუიცია და სიტყვის ძალა გააჩნია. ძალიან კარგად აცნობიერებს ამ შესაძლებლობებს , არჩევს ტყუილსა და მართალს, ამიტომ თავადაც უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, მოიტყუოს.

სასწორი

ჰაერის სტიქია სასწორებს საშუალებას აძლევს ჩააქსოვონ თავიანთი შთაგონება სურვილებსა და თილისმებში. და ეს სურვილები, კარგი იქნება ეს თუ ცუდი, მალევე ჰპოვებს განხორციელებას.

მორიელი

მორიელს საოცარი ნიჭი აქვს, მაგნიტივით მიიზიდოს ყველას ყურადღება. ენერგეტიკულ დონეზე ეს აიხსნება სასიყვარულო მაგიის ნიჭით. თუ მორიელმა ვინმეს მონუსხვა მოინდომა, ამის გადაწონვა უკვე არცერთ მაგს არ შეუძლია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს შესანიშნავი ნიჭი აქვს, იოლად დაივიწყოს ყველა წყენა და გადაერთოს სხვა რამეებზე. ენერგეტიკულ დონეზე ეს ვლინდება დაცვის მაღალი შესაძლებლობებით თქვენი ძალებით იცავთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც.

თხის რქა

თხის რქა ქვეყანას გარკვეული კარმული ამოცანით ევლინება და მთელი ცხოვრების განმავლობაში განახორციელებს მას. ასეთი გაცნობიერებული არსებობა მას საშუალებას აძლევს იოლად გამოავლინოს ტყუილი და ადამიანის ნამდვილი არსი დაინახოს.

მერწყული

მერწყულს ძლიერი სიტყვის ძალა აქვს. არასტანდარტულად და შემოქმედებითად აზროვნება კარგ ზეგავლენას ახდენს ამ ნიჭზე, ამის წყალობით მერწყული ასრულებს საკუთარ და სხვის სურვილებსაც.

თევზები

თევზებს ბავშვობიდანვე აქვთ ფინანსების მოდინებაზე ზემოქმედების ნიჭი. წყლის სტიქია ეხმარება მათ იოლად იპოვონ შემოსავლის წყარო და იგრძნონ ოდნავი ტყულიც მატერიალურ სფეროში.