სად უნდა გაატარონ შვებულება ზოდიაქოს ნიშნების სხვადასხვა წარმომადგენლებმა

სად უნდა გაატარონ შვებულება ზოდიაქოს ნიშნების სხვადასხვა წარმომადგენლებმა
შვებულება - საოცრად სასიამოვნოდ ჯღერს ეს სიტყვა მათთვის, ვინც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და ერთკვირიანი დასვენების მოლოდინშია. თითოეულს აქვს საოცნებო ქვეყანა, სადაც მოისურვებდა დასვენებას. გაგიკვირდებათ და, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებსაც დასასვენებლად თავიანთი ქვეყანა აქვთ.

ვერძი - თურქეთი

და ნუ იფიქრებთ, რომ ეს ძალიან ბანალურია! საქმე იმაშია, რომ ამ ნიშანს დასვენებისგან მხოლოდ დასვენება სჭირდება. აწყობს ვარიანტი ”All Inclusive”, სადაც თითი არ ექნება გასანრძრევი და ყველა მოემსახურება, შეძლებს დღე და ღამე გართობას და უსაქმურობით დატკბობას.

კურო - რუმინეთი

აი, ვის იზიდავს იდუმალება! ჯერ ერთი, კუროს სურს გაემგზავროს იქ, სადაც ვერავინ მიაგნებს, მეორეც, მოსწონს ამოუცნობელის სულის შეგრძნება, და მიილტვის ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრი ტურისტი არაა. ამასთან, შესანიშნავადაც გარეთობა და თავგადასავლებიც გადახდება.

ტყუპები - იტალია

სინამდვილეში, ტყუპებს ევროპის ნებისმიერი ქვეყანა უხდება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების სილამაზით ტკბობა უყვარს. იტალია რომანტიულობითა და ისტორიით იზიდავს. თანაც იტალიური სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

კირჩხიბი - საფრანგეთი

ნამდვილად დაიმსახურეთ რომანტიკული შვებულება. თუნდაც მარტო გაემგზავროთ, მაინც შეიცნობთ სიყვარულისა და ვნების ატმოსფეროს, რომელიც ამ ქვეყანაში ყველგან იგრძნობა. შინ ენერგიით და პოზიტივით აღსავსე დაბრუნდებით.

ლომი - იაპონია

ლომის გაკვირვება რაიმეთი ძნელია. ამიტომ, იდეალური დასვენებისთვის მას სჭირდება ბოლომდე შეუცნობელი ქვეყანა. იაპონია კი ამ მხრივ იდეალურია. იგი თავისი სრულყოფილებით აღაფრთოვანებს.

ქალწული - დიდი ბრიტანეთი

ქალწულებს წესრიგი უყვართ, ეს კი ძალიან აგონებს ინგლისს. ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებთ, ამ ქვეყნის წესების გაცნობით. სისუფთავე და თავშეკავებულობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სუფევს, ნამდვილად ქალწულისთვისაა.

სასწორი - ესპანეთი

არ მოგიწევთ ყველაფრის აწონ-დაწონვა, რადგან ეს ქვეყანა სთავაზობს ყველაფერს, რაც თქვენს გემოვნებაში ჯდება. უსასრულო მხიარულება და უდარდელობა - იდეალური შვებულებაა თქვენთვის.

მორიელი - ტაილანდი

უბრალოდ გჭირდებათ ადგილი, სადაც დაისვენებთ პლაჯზე, გაირუჯებით, იცურავებთ, შეიცნობთ ეგზოტიკას და დატკბებით უგემრიელესი კოქტეილებით. ასეთ ადგილას განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ.

მშვილდოსანი - ჩეხეთი

გჭირდებათ ქვეყანა, სადაც შეძლებთ მხიარულებას და დატკბებით არქიტექტურით. ჩეხეთი საამისოდ იდეალურია. და კიდევ, ნუ დაგავიწყდებათ ფოტოაპარატის წაღება, რადგან გადაღების პროცესით ნამდვილად დატკბებით.

თხის რქა - პოლონეთი

შვებულების დროს გარუჯვა და უსაქმურობის ნაცვლად, ქვეყნის სილამაზით დატკბობა გირჩევნიათ. სწორედ ამიტომ გირჩევთ ეწვიოთ პოლონეთს, სადაც შეისწავლით ყოველ კუთხე-კუნჭულს, გადაიღებთ არაჩვეულებრივ ფოტოებს და შეიგრძნობთ ქვეყნის ატმოსფეროს.

მერწყული - საბერძნეთი

ეს ქვეყანა სათქვენოა, რადგან ის სთავაზობს ზღვაზე დასვენებასაც და არქიტექტურული ნიმუშებით ტკბობასაც. ასეთი შვებულებიდან შინ არამხოლოდ დასვენებული, არამედ, ცოდნით გამდიდრებული დაბრუნდებით.

თევზები - გერმანია
მშვენიერებისკენ თქვენი მისწრაფება დაკმაყოფილდება, თუ გერმანიის რომელიმე მუზეუმს ეწვევით. ამ ქვეყანაში ჰპოვებთ შთაგონებას, რომელიც გარდაისახება რაღაც ძალიან ღირებულში.