ფორები სახეზე: როგორ დავავიწროვოთ და გავწმინდოთ. მარტივი და ეფექტური რეკომენდაციები!

ფორები სახეზე: როგორ დავავიწროვოთ და გავწმინდოთ. მარტივი და ეფექტური რეკომენდაციები!
გაფართოვებული ფორების პრობლემა ცხიმიანი კანის უამრავ მფლობელ ქალს აწუხებს. ამავე დროს, მისი წარმოშობის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს: ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები, არასწორი კვება, კანის არასწორი მოვლა. ზოგი ამ დეფექტს კოსმეტიკით ნიღბავს, მაგრამ ეს პრობლემის გადაწყვეტა როდია: პუდრი და ტონალური საცხები კიდევ უფრო ახშობს ფორებს. შედეგად კი ჩნდება კანის სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება.



მოდით, მივუდგეთ ამ საკითხს სწორად. დღეს fpaparazzi მოგითხრობთ, როგორ გაუმკლავდეთ ამ უსიამოვნო პრობლემას.

გაფართოვებული ფორები

ფორების შესავიწროვებელი ნიღბების წასმამდე, აუცილებლად დაიორთქლეთ კანი. ეს დაარბილებს შავ წერტილებს და ნიღბის კომპონენტები უკეთ შეაღწევს კანში.

ცილის ნიღაბი



ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე და წამოწექით. როდესაც მასა გაშრება, მოიცილეთ და დაიბანეთ თბილი წყლით.

პომიდვრის ნიღაბი



დაჭერით საშუალო ზომის პომიდორი თხელ რგოლებად. დაიდეთ სახეზე და დაიტოვეთ 10 წუთით. შემდეგ შეასრულეთ კონტრასტული დაბანა - ხან ცივი, ხან ცხელი წყლით.

მსხლის ნიღაბი



გათალეთ და მოამზადეთ პიურე წვნიანი მსხლისგან, შეურიეთ სახამებელი სისქისთვის. ასეთი ნიღაბი შეავიწროვებს ფორებს, მოაცილებს შავ წერტილებს და გააღიავებს პიგმენტურ ლაქებს.

პურის ნიღაბი



დაახლოებით 100 გრ ჭვავის პური ჩაალბეთ ½ ჭიქა ოდნავ გამთბარ წყალში. დატოვეთ ცოტა ხანი, შემდე მოაცილეთ ზედმეტი სითხე და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ. პურში შემავალი კომპონენტები შეავიწროვებს ფორებს და მოაცილებს ცხიმიან მბზინვარებას.

კიტრის ნიღაბი



გათალეთ და დააქუცმაცეთ ფაფის მასამდე კიტრი. დაწურეთ და შეურიეთ კვერცხის ათქვეფილ ცილასთან. ეს ნიღაბი შეავიწროვებს ფორებს და გააღიავებს კანს.

სოდის ნიღაბი



1 კვერცხის ათქვეფილ ცილას დაუმატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 0,5 ჩ.კ. სოდა. სოდა მოაცილებს ჭიჭყს, ლიმონის წვენი სახის კანის ფერს გაახალისებს, ცილა კი შეავიწროვებს ფორებს.

თაფლის ნიღაბი



დაადნეთ ორთქლზე 1 ს.კ. თაფლი. შეურიეთ 50 გრ ქერის ფვილთან და 1 კვერცხის ათქვეფილ ცილასთან. დაამატეთ 1 წვეთი პიტნის ზეთი. ამ ნიღაბს მკვებავი ეფექტი გააჩნია და კანს საჭირო ტონუსს შესძენს.