კუჭ - ნაწლავის დაავადებების სამკურნალო მრავალჯერ ნაცადი ეფექტური რეცეპტები.

კუჭ - ნაწლავის დაავადებების  სამკურნალო მრავალჯერ ნაცადი  ეფექტური რეცეპტები.
კუჭ - ნაწავის პრობლემები დღესდღეობით უამრავ ადამიანს უქმნის პრობლემას. მის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ხალხური რეცეპტები, რომლის ეფექტურობაშიც ბევრი დარწმუნებულა. გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო საშუალებას:

  • კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების , კატარის, კოლიტის, ენტერიტის ( ნაწლავთა ანთება ) სამკურნალოდ იყენებენ როგორც ნედლ, ასევე ხმელ მრავალძარღვას. ნედლი ფოთლები დააქუცმაცეთ და მოსრისეთ, გამოწურეთ წვენი. მიღებულ წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი, ჩაასხით ემალის ქვაბში, დაახურეთ სახურავი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. მიეცით ავადმყოფს სუფრის კოვზით 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 – 20 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.

  • გამხმარი მრავალძარღვას ფოთლებისგან წამალი შემდეგი წესით მზადდება: დაფშვნილი 2 სუფრის კოვზი ჩაყარეთ ემალის ქვაბში ან თერმოსში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 30 წუთი. გაწურეთ, მიიღეთ მთელი ულუფა დღეში 4 - ჯერ, ჭამამდე 15 – 20 წუთით ადრე.

  • თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენი წყლულის დროს: 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერით, შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრადა 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მიიღებთ მალამოსმაგვარ მასას. მიეცით ავადმყოფს 10 დღის განმავლობაში უზმოზე, სუფრის კოვზით.

  • კუჭ - ნაწლავთა ანთებითი პროცესის დროს ( მეტეორიზმი, ფაღარათი, სანაღვლე გზების დაავადება ) მოამზადეთ ხალხური სამკურნალო წამალი შემდეგნაირად: აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი, ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი, დაახურეთ ქვაბს სახურავი და გააჩერეთ 8 საათი. გაწურეთ, შეინახეთ ბნელ ადგილას არაუმეტეს ორი დღისა. ნაყენი გაანაწილეთ თანაბრად, მიიღეთ 1 – 2 დღის განმავლობაში, ჭამამდე 15 – 20 წუთით ადრე.

  • კარტოფილის ნახარში სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადებების დროს. 500 გრ კანგაცლილი კარტოფილი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი და მოხარშეთ. გაწურული წვენი ( უმარილოდ ) მიიღეთ თითო ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • კუჭ- ნაწლავთა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: 400 გრ ალოე ( არანაკლებ 3 – 4 წლისა ) გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 1 ლ შავი ღვინო, 1 კგ თაფლი, აურიეთ კარგად და დადგით ბნელ ადგილას ერთი კვირით, შემდეგ გაწურეთ. მიღების წესი: პირველ დღეს 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მეორე დღეს 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, მე - 3 დღეს 3/კ 3 - ჯერ დღეში და ა.შ. ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 20 დღე და კვლავ განაგრძეთ.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები