თუ როგორი ალქაჯი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: კეთილი თუ ბოროტი?

თუ როგორი ალქაჯი ხართ  ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: კეთილი თუ ბოროტი?
თითოეულ ქალშია რაღაც ალქაჯისეული. როგორი ალქაჯი ხართ თქვენ, კეთილი თუ ბოროტი - ამის შესახებ ჩვეს სტატიაში შეიტყობთ.

ვერძი

ქალი-ვერძი საკმაოდ საშიში ალქაჯია. თუ ის შურს იძიებს, მთელ ძალებს ჩააქსოვს და არასოდეს დაგავიწყებთ. პრობლემა იმაშია, რომ ირგვლივ მუდმივად ქაოსია, და ჩვენს უყურადღებო ალქაჯს შეიძლება შხამის გასანეიტრალებელი და მომნუსხავი მალამოები აერიოს.

კურო

კურო სამაოდ ფრთხილი და მშვიდი ალქაჯია. უყვარს სიწყნარეში შავ კატასთან ჩაცუტება და მოკალათება. ”ალქაჯების სხდომას” იშვიათად ესწრება, ავადმყოფობას და უხასიათობას იმიზეზებს ხოლმე.

ტყუპები

ტყუპები აქტიური და კომუნიკაბელური ალქაჯია. ის ყველა სხდომას ესწრება და მუდამ სიახლეების სწავლას ცდილობს. ამ ცოდნებს კი უმცროს თაობას უზიარებს. ”სრულყოფილებას საზღვრები არ აქვს” - მიიჩნევს იგი.

კირჩხიბი

კირჩხიბი ჩუმი და ჩაკეტილი ალქაჯია. საზოგადოებაში არ ახდენს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას. მაგრამ მის სულში და შინაც ათასი რამ ხდება. ხანდახან ტყუპებს იწვევს ხოლმე ჩაიზე და ათასგვარ რიტუალებს ატარებენ ერთად.

ლომი

ლომი შესანიშნავი ალქაჯია. ხშირად სტუმრობს ალქაჯების ტუსოვკებს და გიჟდება, როცა ყველა მას აქცევს ყურადღებას. მედიდურის ახით რჩევებს იძლევა და იმედი აქვს, რომ გზად თეთრ ცხენზე ამხედრებული მაგი გადაეღობება.

ქალწული

ქალწული ჩუმი ალქაჯია. მას თითქოსდა ერიდება თავისი შესაძლებლობების. ხანდახან შვილებმაც კი არ იციან, თუ რას წარმოადგენს მათი დედა. თავის ცოდნას იშვიათად იყენებს, უმეტეს წილად ყოფაში.

სასწორი

სასწორი ალქაჯი-ესთეტია. ღამით არ სძინავს, იძახებს ხან ოსკარ უალდის სულს ხან კიდევ ჩაიკოვსკის და ესაუბრება მათ. დღისით ცდილობს შეიცნოს რაიმე ახალი, იწვევს თავის დაქალ ალქაჯებს და განიხილავს ცხოვრებისეულ მომენტებს.

მორიელი

მორიელი ძლიერი ალქაჯია, რომელსაც უყვარს ძალაუფლება. მან ახლახან ყველა მტრის ლიკვიდაცია მოახდინა, ახალ ნაცნობებს კი სიფრთხილით უყურებს შორიდან. თუ რაიმე იეჭვა, შურისძიება საშიში და დაუნდობელი იქნება!

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ალქაჯის პოზიტიურობა ნამდვილად შესაშურია. მას არ შეუძლია სტუმრების გარეშე, მისი ცოცხი კი სამოგზაუროდ მუდამ მზადყოფნაშია. მას არ შეუძლია ერთ ადგილას ჯდომა და ყველა თავშეყრაზე სტუმარი #1-ია!

თხის რქა

თხის რქა ყველაზე გულწრფელი ალქაჯია. გულის სიღრმეში ნანობს, რომ ყველაფერი ასე ილოლად გამოსდის. თუმცა, ცხოვრებაში არც იყენებს თავის შესაძლებლობებს, რადგან ასე უფრო ბედნიერად გრძნობს თავს.

მერწყული

მერწყული არის ალქაჯი, რომელიც მუდამ გახსნილია სიახლეებისთვის და ექსპერიმენტებისთვის. მის ცხოვრებაში მუდამ არეულობაა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი. უყვარს ახალი ტექნოლოგიები, ამიტომ ხელთ თანამედროვე ჯადოსნური ჯოხი მუდამ აქვს.

თევზები

თევზები ყველაზე უყურადღებო ალქაჯია. მას მუდმივი თვალთვალი სჭირდება, თორემ შეიძლება ერთხელაც სახლიდან გავიდეს ჯადოსნური ჯოხით ხელში, ან ცოცხზე ამხედრებულმა გააკვირვოს გამვლელები.