ხალხური საშუალებები, რომლებიც უმალვე გაგიყუჩებთ ყურის ტკივილს!

ხალხური საშუალებები, რომლებიც უმალვე გაგიყუჩებთ ყურის ტკივილს!
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ყელ - ყურ - ცხვირის ექიმისთვის ერთხელ მაინც რომ არ მიემართოს. ყურის ტკივილი შესაძლოა მჭრელი/ძლიერი, ყრუ ან მწველი ხასიათის იყოს, ტკივილი ხანგამოშვებითია ან მუდმივი. სიმპტომმა შესაძლოა ერთი ან ორივე ყური მოიცვას.

ყურის ტკივილმა თუ შეგაწუხათ მიმართეთ დასახმარებლად ხალხურ საშუალებებს:

  • ბამბის პატარა ტამპონი დაასველეთ ოდნავ შემთბარ მცენარეულ ზეთში და მოათავსეთ მტკივნეული ყურის გარეთა სასმენ მილში, ისე რომ შემდეგ ადვილად გამოიღოთ. ყური გადაიხვიეთ შალის სახვევით. პროცედურა დღეში ორ - სამჯერ გაიმეორეთ.

  • მტკივნეულ მხარეს ყურში ჩაიდეთ მრავალძარღვას ფოთოლი, ტკივილი ნახევარ საათში შეგიწყდებათ.

  • ყურში ჩაიწვეთეთ ქაფურის სპირტი, ან უბრალოდ სპირტი ან არაყი, ორი - სამი წვეთის რაოდენობით, 10 - 15 წუთში ყურის ტკივილი გაგივლით.

  • თუ სურდოს დროს ყურები აგტკივდათ, ბამბაში ან რბილ ქსოვილში ხახვის მომცრო ორი ნაჭერი შეახვიეთ და ყურებში ჩაიდეთ. ტკივილი მალე გაყუჩდება და სასუნთქი გზაც განთავისუფლდება. ეს საშუალება ბავშვებისთვისაც გამოგადგება.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები