რჩევები პროფესიონალი კოსმეტოლოგებისგან. შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა 50 წლის შემდეგაც კი.

რჩევები პროფესიონალი კოსმეტოლოგებისგან. შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა 50 წლის შემდეგაც კი.
გსურთ, გამოიყურებოდეთ ყოველთვის ლამაზად და მომხიბვლელად? მაშინ აუცილებლად დაუთმეთ საკმარისი ყურადღება თქვენს კანს. მოვლილი, ნათელი და სუფთა სახის კანი სილამაზის საწინდარია! კანის დატენიანება - აუცილებელი პროცედურა მის მოსავლელად. ტენის დეფიციტს მივყავართ ნაოჭების გაჩენამდე, კანის ტონუსისა და სიმტკიცის დაკარგვამდე, რაც ძალზედ სამწუხაროა.

რა საშუალებას და პროცედურას არ მიმართავენ ლამაზმანები კანის გასაახალგაზრდავებლად... სინამდვილეში, კანისითვის ტონუს დაბრუნება ძალიან მარტივია სახლის პირობებში ნატურალური საშუალებების დახმარებით. რატომ უნდა ვხარჯოთ რეგულარულად საკმაოდ დიდი თანხა კოსმეტიკურ პროდუქტებში, როდესაც არსებობს უამრავი არაჩვეულებრივი ალტერნატივა? დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია საოცრად ეფექტური საშუალების შესახებ გიამბობთ, რომლის დახმარებითაც ყოველთვის საუკეთესო ფორმაში იქნებით.

როგორ დავიტენიანოთ და გავიაახალგაზრდავოთ სახის კანი?
  1. მაიონეზი
    იცოდით, რომ ჩვენი ფიგურისთვის არც თუ ისე სასარგებლო პროდუქტი, მაიონეზი არაჩვეულებრივია კანის გამოსაკვებად და დასატენიანებლად? წაისვით მაიონეზი თხელ ფენად სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და დატკბით მიღებული შედეგით.

    თუ თქვენ 1 სუფრის კოვზ მაიონეზში 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს ჩაამატებთ, მიიღებთ არაჩვეულებრივ მკვებავ ნიღაბს სპეციალურად მშრალი კანისთვის.

  2. ალოე ვერა
    ეს მცენარე სასარგებლო ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა. სწორედ აქედან გამომდინარე, ალოე ვერა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში. გარდა კანის ინტენსიური დატენიანებისა, ალოე გაგიახალგაზრდავებთ, გაგიჯანსაღებთ კანს და დაუბრუნებს მას ელასტიურობას. ალოე ვერას გამოყენების ყველაზე მარტივი გზაა: გაჭერით ფოთოლი შუაზე და მისი რბილუბით კარგად დაიმუშავეთ სახის კანი ყოველ დილით და საღამოს.

    თუ თქვენ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, მოამზადეთ შემდეგი ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ალოე ვერას რბილობი, ნატურალური იოგურტი და კიტრის წვენი. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ის ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით. ამ ნიღბის გაკეთების შემდეგ რეკომენდირებულია დამატენიანებელი კრემის წასმა.

  3. ავოკადო
    უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს. ბლენდერის გამოყენებით დაამზადეთ ფაფისებრი მასა ავოკადოს 1 ნაყოფისგან. მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან 1 სუფრის კოვზი რძე. კარგად გადაურიეთ. წაისვით მომზადებული საშუალება სახის კანზე და გაიჩერეთ 15 ან 20 წუთით. ჩამოიბანეთ ის ოთახის ტემპერატურის წყლით. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

  4. ქოქოსის ზეთი
    ეს არაჩვეულებრივი პროდუქტია, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ნებისმიერი ტიპის კანზე. წაისვით ქოქოსის ზეთი თხელ ფენად სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ მარტივი პროცედურით თქვენ არა მხოლოდ დაიტენიანებთ კანს, არამეთ ჩაახშობთ ანთებით პროცესებს, გაიგლუვებთ ნაოჭებს და დაუბრუნებთ კანს სიმტკიცეს.

  5. რძე
    რძე არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის გამოსაკვებად. ამ პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია ანთებითი პროცესების ჩახშობა, ქავილის შეგრძნების დამარცხება, კანის მკვდარი უჯრედების მოშორება და ა.შ. ჩაალბეთ ბამბის დისკი რძეში და კარგად დაიმუშავეთ სახის კანი. 5 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. სასიამოვნო შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინოა.

  6. იოგურტი
    კანის დარბილება, დამშვიდება და დატენიანება მარტივად არის შესაძლებელი ნატურალური იოგურტის დახმარებით. არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს იოგურტისა და ხაჭოს ნარევს. შეურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი იოგურტი და 1 სუფრის კოვზი ხაჭო. კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით. თქვენი კანი საოცრად ნაზი, ლამაზი და ხავერდოვანი იქნება.

  7. თაფლი
    ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად. თუ თქვენ ზედმეტად მშრალი და ქერცვლადი კანი გაქვთ, მიმართეთ დახმარებისთვის შემდეგ საშუალებას: ცეცხლგამძლე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში 1/2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. ანუ 5 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ის მდუღარე წყალში. თბილი მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  8. შვრიის ფანტელები
    ეს პროდუქტი წარმოადგენს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდ წყაროს. შვრიის ფანტელების დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი კანის ფორების გაწმენდა, მისთვის პირვანდელი სიმტკიცისა და ელასტიურობის დაბრუნება. მოამზადეთ შემდეგი ნიღაბი: 2 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელებში ჩაამატეთ 4 კოვზი რძე ან არაჟანი და კარგად გადაურიეთ. დააყოვნეთ ნარევი 10 წუთით. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე და მოითმინეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!