სალათა გოგრითა და სტაფილოთი- გემრიელი და სასარგებლო კერძი მთელი ოჯახისთვის

სალათა გოგრითა და სტაფილოთი- გემრიელი და სასარგებლო კერძი მთელი ოჯახისთვის
მომზადების დრო- 1საათი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 116კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • მარილი- გემოვნებით
  • გოგრა- 400გ
  • გოგრის თესლი
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ
  • 2ცალი სტაფილო

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გათალეთ, გოგრა გარეცხეთ, ამოაცალეთ თესლი და მოაშორეთ კანი.
  2. თესლები მოათავსეთ ჯამში და 2-3 ჯერ გარეცხეთ გამდინარე წყლით. შემდეგ კი შეაშრეთ ხელსახოცებით.
  3. გაახურეთ ღუმელი 100 გრადუსამდე, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაყარეთ მარცვლები ერთ ფენად. შედგით ღუმელში 30 წუთით, შემდეგ კი გაარჩიეთ.
  4. სტაფილო და გოგრა გახეხეთ მსხვილ სახეხზე, აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ მარილი, პილპილი და მცენარეული ზეთით.
  5. ზემოდან მოაყარეთ გოგრის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით.