პრობლემური სახის კანი ხალხურმა საშუალებებმა გამილამაზა!

პრობლემური სახის კანი  ხალხურმა საშუალებებმა გამილამაზა!
კანი პრობლემურია ჭარბი ფერიმჭამელების, ხშირი დამუწუკებისა და ტალების შემთხვევაში. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პრობლემული კანის მოვლაში ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საშუალებები დაგვეხმარება:

  • 1 ჩაის კოვზი გულყვითელას ნაყენი გახსენით 1 ჭიქა ადიღებულ წყალში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. ხელს უწყობს ფერისმჭამელების მოშორებას.

  • თუ გინდათ სახეზე გამოხატული ლაქები და ჭორფლი დამალოთ და კანს თანაბარი ფერი მისცეთ, დღეში ორჯერ სტაფილოს წვენი უნდა წაისვათ, შეშრობის შემდეგ კი რძეგარეული წყლით ჩამოიბანეთ.

  • გახეხეთ სტაფილო სახეხზე, აურიეთ მცირე რაოდენობით ტალკში და დაიდეთ სახეზე. უხდება ფერმკრთალ, ცხიმიან და ფორებიან სახეს.

  • ჭორფლიანი სახის გასაწმენდად კარგია 2 ჩაის ჭიქა ვარდის წყალში გარეული 0,5 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი.

  • ჭორფლიანი სახე უნდა გაიწმინდოთ შემდეგი სითხით:
    0,5 ჩაის ჭიქა რძე, 1 სუფრის კოვზი ნაღები, 1 ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ოდეკოლონი, 1 ჩაის კოვზი დანაყილი თეთრი შაბი. ყველაფერი ერთად ასრისეთ და ჭორფლიანი ადგილები მიღებულ სითხეში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ.

  • საღამოს სახის გასაწმენდად ეფექტური საშუალებაა ალოეს ფოთლებისგან დამზადებული ლოსიონი.
    100 გრ ალოეს ფოთლები 15 დღის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში, შემდეგ გარეცხეთ, დაასხით 150 გრ წყალი და გააჩერეთ 2 საათს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთს, გაწურეთ, გააცივეთ. ამ ლოსიონის საფენები გაიკეთეთ კვირაში 3 - ჯერ 10 წუთის განმავლობაში. პრობლემური სახისთვის ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი