ფსიქოლოგიური ტესტი: რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ფსიქოლოგიური ტესტი: რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
თითოეულ ადამიანს თავისი შიშები აქვს. ზოგი მათგანის ახსნა შესაძლებელია, ზოგის კი შეუძლებელი. შიში ნორმალურია, მთავარია გაიგოთ, რა არის მისი მიზეზი. ამაში კი ჩვენი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ. აირჩიეთ ნახატი, რომელიც ყველაზე უკეთ ეწერება თქვენს შიშში და გაიგეთ, რისი გეშინიათ სინამდვილეში.

ა ვარიანტი ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გეშინიათ! გეშინიათ მომავლის, ქმედებების სისწორის, ნებისმიერი წვრილმანი, რაც თქვენს გარშემოა, ნერვებს გიშლით. შეიგნეთ, რომ ადამიანებს ახასიათებთ მომავალზე შფოთვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ დილით შჳშით უნდა გაიღვიძოთ. მოდუნდით და დატკბით დღევანდელი დღით.

ბ ვარიანტი ნიშნავს, რომ გეშინიათ იმის, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. მუდამ დარდობთ მათ აზრზე, გსურთ, რომ მხოლოდ საუკეთესოს ხედვადნენ თქვენში. კრიტიკას მძიმედ იტანთ. ნუ დაკარგავთ საკუთარ ”მეს” და ნუ ცდილობთ, იყოთ ყველასათვის მოსაწონი. იფიქრეთ საკუთარ მოთხოვნილებებზე.

გ ვარიანტი ნიშნავს,
რომ არაფრის გეშინიათ. საკმაოდ თავდაჯერებული ხართ. თუმცა, ეს არჩევანი მიუთითებს, რომ ქვეცნობიერად გეშინიათ ცხოვრებისეული უცაბედი ცვლილების. ნუ დარდობთ, ყველაფერი თქვენს ხელშია.

დ ვარიანტი ნიშნავს, რომ მომავლის გეშინიათ. გეჩვენებათ, თითქოს რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. ნუ დარდობთ ამის თაობაზე, რადგან სწორედ ეს გიშლით ხელს ცხოვრებით ტკბობაში. თუ დღევანდელ დღეს შეირგებთ, ხვალინდელიც კარგი იქნება.