ვისაც წონაში დაკლება გსურთ , აი ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებების ნუსხა!

ვისაც წონაში დაკლება გსურთ , აი ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებების ნუსხა!
ვისაც წონაში დაკლება გსურთ ეს ნატურალური და ბუნებრივი საშუალებები სწორედ თქვენთვისაა. ეს ყოველივე აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის გამოფიტვის მაგივრად პირიქით აძლიერებს ორგანიზმს. რის შემდეგაც უფრო მარტივად ჩადგებით ფორმაში. მაშ ასე:

  • ნედლი კამა მიიღეთ ყოველდღიურად 100 - 200 გრ რაოდენობით სალათის სახით. იგი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

  • კიტრის წვენი შესანიშნავი საშუალებაა სიმსუქნის დროს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმის გამოდევნას.

  • გოგრის დაბალი კალორიულობა, მრავალფეროვანი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებანი სასარგებლოა იმთთვის, ვინც ძალზე მსუქანია. განმტვირთველი დღის დიეტა შედგება 1,5 კგ შემწვარ ან მოხარშული გოგრისაგან.

  • სიმინდის ზეთის დღეში 3 - ჯერ მიღება უზმოზე თითო სუფრის კოვზის რაოდენობით, არეგულირებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი აგრეთვე კანსა და თმებს ბრწყინვალებას აძლევს. იგი ორგანიზმში არეგულირებს მჟავიანობა - ტუტოვანობის წონასწორობას.

  • ნედლი კობოსტოს სისტემატიური მიღება, წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

  • სასარგებლო აღმოჩენა გააკეთეს ინგლისელმა ექიმებმა. თურმე, ვანილის სუნი ხელს უწყობს წონის დაკლებას. თუ ყოველდღიურად მივირთმევთ ულუფა ვანილის ნაყინს, თანაც ჭამის დროს ხშირ - ხშირად დავყნოსავთ მას, ერთი თვის განმავლობაში 2,5 - 5 კგ დავიკლებთ.

  • ვიტამინებით მდიდარი სასმელი, მადის დასაქვეითებლად და ტკბილეულობისადმი მიდრეკილების შესამცირებლად: ოთხი ჩაის კოვზი გვირილა მოათავსეთ ემალის ქვაბში. დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ გაცივებამდე, შემდეგ გაწურეთ. შეურიეთ 3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ( აუცილებლად ნატურალური და არა არომატიზირებული ), 5 ჩაის კოვზი თაფლი და აურიეთ კარგად. ჩაასხით შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. ( ეს არის მთელი დღის ნორმა ). დილით უზმოზე მიიღეთ ყავის ფინჯანით, დღის განმავლობაში კი ყლუპებით. სამკურნალო ეფექტს იძლევა სასმელის მუდმივი მიღება, რაც წონის დაკლებით გამოიხატება.

  • ამერიკელი სპეციალისტები გვირჩევენ, მივიღოთ თითო ჭიქა ცივი ( ყინულიანი ) წყალი ჭამამდე და ჭამის შემდეგ. ამ შემთხვევაში ორგანიზმი მიღებული კალორიების ნახევარს დაკარგავს, ცივი წყლის სხეულის ტემპერატურამდე გასათბობად. გარდა ამისა, ცივი წყალი ავიწროებს სისხლძარღვებს, ამიტომ საკვები ნივთიერებები სისხლში უფრო ნელა შეიწოვება.

  • შეგიძლიათ ყოველდღე ერთი კბილი ნიორი დაუღეჭავად გადაყლაპოთ ( დააწყოლეთ წყალი ), ამით დაუოკებელ მადას მოთოკავთ.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები