ქალბატონებში და მამაკაცებში გულის შეტევის სიმპტომები განსხვავდება. მანდილოსნებო, ყურადღებით!

ქალბატონებში და მამაკაცებში გულის შეტევის სიმპტომები განსხვავდება. მანდილოსნებო, ყურადღებით!
მამაკაცებში და ქალბატონებში გულის შეტევის ადრეული სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველ რიგში, განვიხილოთ, თუ რის შედეგად იჩენს თავს გულის შეტევა. ამ საშინელ მოვლენას საფუძვლად სისხლის მიმოქცევის სერიოზული შეფერხება ან სრული ბლოკირება უდევს, რის შედეგადაც გულის კუნთს აღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობით ჟანგბადი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენს დროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 43,8 მილიონი ქალბატონი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან იტანჯება. ლამაზი სქესის წარმომადგენლები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო მიდრეკილები არიან გულის დაავადებებისკენ.

ქალბატონებში მოსალოდნელი გულის შეტევის ადრეული სიმპტომები ძალზედ მსუბუქად არის გამოხატული, რის გამოც პრობლემის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. მეტიც, საკმაოდ ხშირად ამ ზოგად სიმპტომებს ლამაზი სქესის წარმომადგენლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა, ნაკლებად სერიოზულ პრობლემებს აწერენ, რაც დამღუპველი შეცდომაა.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მიგვითითებდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სერიოზულ პრობლემაზე, როგორიც გულის შეტევაა. არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს ნიშნები და ნუ დარჩებით მხოლოდ იმის იმედად, რომ ყველაფერი თავისით გაივლის. ასეთი მიდგომა საკითხისადმი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

გულის შეტევის ადრეული სიმპტომები ქალბატონებში:
  1. ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.
    მკერდის მიდამოებში ტკივილის შეგრძნება დიდი ალბათობით შეიძლება მიგვანიშნებდეს მოსალოდნელ გულის შეტევაზე. არასდროს დააიგნოროთ ტკივილი ხელების, ზურგისა და ყბის არეში. თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

  2. ზეწოლის განცდა მკერდის არეში.
    ეს სიმპტომი სუსტი სქესის წარმომადგენლებში გაცილებით მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე მამაკაცებში. თუ თქვენ რეგულარულად გაწუხებთ ისეთი უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს მკერდზე ვიღაც ძლიერად გაწვებათ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

  3. ოფლდენა და სუნთქვის გართულება.
    თუ თქვენ ხშირად განიცდით შემცივნებას და გასხავთ ცივი ოფლი, რომელიც ურო ხშირდება ფიზიკური დატვირთვისას და თან ახლავს ტკივილი მკერდის არეში, მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

  4. ღებინების შეგრძნება.
    როგორც წესი, ამ სიმპტომს კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაწერთ. სინამდვილეში, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალბატონების დიდი ნაწილი გულის შეტევამდე გაკრვეული პერიოდით ადრე რეგულარულად განიცდის ღებინების შეგრძნებას.

  5. უჩვეულო, აუხსნელი დაღლილობა.
    თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხშირად განიცდით დაღლილობას და ამ სიპტომს თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც, არავითარ შემთხვევაში გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

ამ ინფორმაციამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას. თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები უცხო არ არის, აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი ზომები (მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის).

საბედნიეროდ, გულის შეტევის პროფილაქტიკა შესაძლებელია, თუ პაციენტი საკუთარ ცხოვრების სტილში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. პირველ რიგში, აცუილებელია ჯანსაღი კვება. ხილი, ბოსტნეული, განსაკუთრებით ნიორი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანელებლები (კურკუმა, ჯანჯაფილი, დარიჩინი) დაგეხმარებათ არტერიების გაწმენდაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია უარის თქმა შაქარზე და რეგულარულად თავის ფიზიკურად დატვირთვა. თუ თქვენ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, შეზლებთ ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარცუნებას მრავალი წლით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!